“ერთ-ერთ სასტუმროში ვმუშაობდი ადმინისტრატორად, 3 დღეში ერთხელ 24 საათი, 30 ლარად.
ადმინისტრატორობის გარდა მიწევდა საუზმის კეთება, ჩემი ტერიტორიის დალაგება, სამზარეულოს მოწესრიგება. ღამით თუ ვინმე საჭმელს მოითხოვდა, მე დავრბოდი ღამის 2 საათზე მაღაზიებში და რესტორნებში.
რაც ყველაზე მთავარია: სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გავხდი.
ჯერ თავის ძმა დარჩა ჩემთან ერთად სმენაში, ვითომ არ შეგეშინდესო, ვისკი მოიტანა. მერე მექაჩებოდა, მასაჟი გამიკეთე ნომერშიო. გავგიჟდი, რეებს კადრულობ თქო.
მაშინ 22 წლის ვიყავი და თვითონ 45 მინიმუმ.შემეშინდა და დამლაგებელს დავუძახე, აქ იყავი არ წახვიდე თქო. რომ მიხვდა მარტო აღარ ვიყავი, წავიდა. ვიფიქრე აღარ მოვა თქო და თამამად წავედი 2 დღის მერე ისევ სამსახურში. და თურმე სად ვარ. იმ დღეს უკვე უფროსმა შემომთავაზა საყვარლობა.
ანუ ეს 1 წლით პატარა იყო ძმაზე და იფიქრა გამოუვიდოდა. სასტიკი ისტერიკა რომ მიიღო პასუხად მომახსენა, რომ თურმე ყველა ასე ვუკადრისობთ თავიდან და მერე ყველა ვთანხმდებით.
თურმე პატიოსან გოგოს სასტუმროში რა უნდა და თურმე მისი საყვარლობით ბევრს მოვიგებდი. იმ ღამესვე გამოვიძახე ტაქსი და წამოვედი. იმ ნაგავმა იფიქრა ფულით მიყიდდა.ახლაც მეზიზღება დიღომში გავლა მაგ კაცის გამო.
მაშინ არანაირი კანონი არ არსებობდა სექსუალურ შევიწროებაზე, ამიტომ მომიწია უბრალოდ “დამშვიდდი, რაც მთავარია წამოხვედი იქიდან”-ამ ფრაზას დავჯერებოდი.”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია