“დედა, ძალიან მიყვარხარ! მაპატიე” ერთ საღამოს ბიჭი დედასთან შევიდა სამზარეულოში, სადაც ის ვახშამს ამზადებდა, და ქაღალდის ფურცელი გადასცა. დედამ ხელები შეიმშრალა, ბიჭს ბარათი ჩამოართვა და წაიკითხა:
ჩემი ოთახი დავალაგე – 5 ლარი
მაღაზიაში ჩავედი – 10 ლარი
ჩემს ძმას მივხედე, სანამ შენ საყიდლებზე იყავი – 20 ლარი
ნაგავი გავიტანე – 5 ლარი
კარგი ნიშნები მივიღე ამ კვირაში – 20 ლარი
ჯამში: 60 ლარი
დედამ ბიჭს შეხედა. თვალწინ გადაურბინა ახლო წარსულის სურათებმა: პირველმა უძილო ღამემ სამშობიაროში და სირთულეებმა, რომელიც ბავშვის ძუძუთი კვებას ახლდა თან, აი, შვილის პირველი სუსტი ნაბიჯები და სანატრელი “დედა”.
სულ ცოტა ხნის წინ ტაკოებს ბანდა და მის საწოლთან ღამეებს ათენებდა… ახლა კი, წამოზრდილი შვილი ანგარიშს უჩვენებს…
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კალამი აიღო და იმავე ფურცლის მეორე მხარეს მიაწერა:
ცხრა თვე მუცლით გატარებდი… უსასყიდლოდ.
გივლიდი, როცა ავად იყავი და ვლოცულობდი შენთვის… უფასოდ.
რამდენი ცრემლი დავღვარე, სანამ ცოტას წამოგზრდიდი… უფასოდ.
ღელვითა და დარდით სავსე დღეები გავატარე შენთვის… უფასო.
სათამაშოებისთვის, საჭმლისთვის და იმისთვისაც კი, რომ ცხვირს გწმენდ, კაპიკს არ ვიღებ, შვილო. ყველაფერ შეაჯამე და ნახავ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ფულით არ იზომება.
როცა ბიჭმა დედის ნაწერი ჩაიკითხა, თვალები ცრემლებით აევსო. შეხედა და უთხრა: “დედა, ძალიან მიყვარხარ! მაპატიე”.
მერე ბიჭმა ფურცელი ისევ გადააბრუნა და თავისი ნაწერის ბოლოს მიაწერა: “მთლიანად გადახდილია!”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია