ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანების შეხედულებები იცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელთან ბრძოლაც, უბრალოდ, არ ღირს.
ეს ამბავი რძალ-დედამთილზეა.
ქალი ვაჟის სახლში გაფრთხილების გარეშე მივიდა. რამდენჯერმე დაკაკუნების შემდეგ, ის სახლში შევიდა და გაოგნდა, როდესაც დაინახა თავისი რძალი, რომელიც ტახტზე შიშველი იწვა.
ნაზი მუსიკა ისმის, არომატული სანთლები ანთია და ოთახში სასიამოვნო სურნელი დგას.
– რას აკეთებ?-ეკითხება ის რძალს.
– მეუღლეს ველოდები, როდის დაბრუნდება სამსახურიდან.-პასუხობს გაკვირვებული გოგონა.
– მაგრამ, შენ შიშველი ხარ!-წამოიყვირა დედამთილმა.
– ეს ჩემი საყვარელი კაბაა.-თავდაჯერებულად უპასუხა რძალმა.
– კაბა? შენ… შენ შიშველი ხარ!
– ჩემს ქმარს ვუყვარვარ და მოსწონს, როდესაც ეს კაბა მაცვია. როგორც კი ამ „კაბაში“ მხედავს, ძალიან რომანტიკული ხდება და ჩემით ვერ ძღება.
დედამთილი წავიდა.
სახლში მისვლისას, მან აბაზანა მიიღო, გაშიშვლდა, დაწვა ტახტზე და ჩართო მუსიკა. ელოდება მეუღლეს. მამაკაცი სახლში შედის და ამ სურათს ხედავს.
– რას აკეთებ?-ეკითხება ის ცოლს.
– ეს ჩემი საყვარელი კაბაა.-დაიჩურჩულა მან ვნებიანად.
– დაუთოება სჭირდება. სადილად რა გვაქვს?
ეს ისტორია ბერი წყვილის ურთიერთობას ასახავს. ვნება, თაფლობის თვის შემდეგ, დროთა განმავლობაში იკლებს, ბოლოს კი მთლიანად ქრება.
ფსიქოლოგების დასკვნით, უფრო ხშირად ის ოჯახები ინგრევა, რომელთაც პასიური სექსუალური ცხოვრება აქვთ. თუმცა, ამის გამოსწორების გზები არსებობს.
დრო და დრო, წყვილი სამოგზაუროდ უნდა წავიდეს, თუნდაც, ცოტა ხნით, მხოლოდ ორნი. მათ პატივის უნდა სცენ ერთმანეთს, დაეხმარონ ერთმანეთს თვითშეფასების ამაღლებაში და გაამხნევონ ერთმანეთი.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ რომანტიკა და ვნება, წლებთან ერთად, უნდა გაძლიერდეს…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია