საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
Geo Team-ის ცნობით, ტრავმის გამო დღევანდელ მატჩს გამოაკლდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე.
,,ორივე ფეხბურთელმა საზარდულზე დისკომფორტის გამო ნაკრების შეკრებაზე ვერცერთ გუნდურ ვარჯიშში ვერ მიიღო მონაწილეობა“, – წერს Geo Team.


