• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილმა მომიყვა…” – რას გაამხილა გია ხუხაშვილმა?

by inew
10 January 2025
in საზოგადოება
0
„ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილმა მომიყვა…” – რას გაამხილა გია ხუხაშვილმა?
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

გთავაზობთ ნაწყვეტს გია ხუხაშვილის წიგნიდან “კულისებს მიღმა. რა ღირს საქართველო?”. ეპიზოდი გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პირველ შეხვედრას ეხება. მოვლენების 2011 წელს ვითარდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

” მივედი შეხვედრაზე. რადგან არ ვიცოდი, საიდან უნდა შევსულიყავი, უკანა შესასვლელს მივადექი მანქანით. ჭიშკარი გაიღო და აღმოვჩნდი უკაცრიელ ეზოში. გავუყევი ბიზნესცენტრის შენობას შესასვლელის ძებნაში. თან თვალით ცოცხალ ადამიანს ვეძებდი, რომ გზა მიესწავლებინა. ასე მივადექი მთავარ შესასვლელს, რომლის წინაც შევამჩნიე ერთი, არცთუ გამორჩეული გარეგნობის, ადამიანი… სანამ ვკითხავდი, თუ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ბიძინა ივანიშვილთან, თვითონ გამომეხმაურა. შინაურულად, შენობით მომმართა. მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მასპინძელი…

შემიძღვა საკუთარ კაბინეტში, მინიმალისტურად, მოკრძალებულად მოწყობილ მცირე ოთახში, რომელშიც, სამუშაო და მოლაპარაკებების მაგიდებისა და კარადის გარდა, პრაქტიკულად არაფერი იყო. ყველაფერში იგრძნობოდა იდეალური წესრიგი. ერთი ფურცელიც კი არ იყო უადგილოდ მიგდებული. გარემო დაცლილი იყო ყოველგვარი პომპეზურობის, სიმდიდრის და ძლევამოსილების დემონსტრირებისგან, რასაც ხშირად მიმართავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი იმისათვის, რომ ხაზი გაუსვან საკუთარ სტატუსს.საუბარმა თავიდანვე უშუალო, გახსნილი და შინაურული სახე მიიღო. მას საერთოდ აქვს უნარი, შეხვედრის დროს სრულიად უცხო ადამიანს მოუხსნას ყველა შინაგანი და გარეგანი ბარიერი და ურთიერთობის საკუთარი უშუალო, მე ვიტყოდი, უბრალო სტილით გაჟღინთოს დიალოგი. ეს იმდენად შეუმჩნევლად ხდება, რომ ნელ-ნელა, შენდა უნებურად, გიჩნდება განცდა და სურვილი, გადაეწყო არაფორმალური, ფამილიარული მიმართვის ტალღაზე, მიმართო „შენობით“ და მთლიანად გაიხსნა ისე, როგორც დიდი ხნის მეგობართან. თუმცა, მერე ხვდები, რომ ის, მთელი საუბრის განმავლობაში, ინარჩუნებს ინიციატივას და აძლევს დიალოგს მისთვის სასურველ მიმართულებას.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბიძინა ყოველთვის და ყველასთან ასე იქცევა.სრულიად სხვანაირია,როდესაც შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრება. ასეთ დროს ის მაქსიმალურად მობილიზებული და, შეიძლება ითქვას, „ოფიციალური“ ხდება. არავის აპატიებს თუნდაც მცირე შეცდომას, „სიტყვის გაქცევას“, მისი აზრით, ბრიყვული მოსაზრების გამოთქმას და საკმაოდ მწვავედ, შეიძლება ითქვას, უხეშად რეაგირებს. თუმცა, სიტყვიერი „ალიყურის“ ზოგჯერ საკმარისზე დიდი დოზით გაწვნის შემდეგ, მისი „აგრესიის“ ობიექტს ისევ აწყნარებს და ეფერება. „მათრახის და თაფლაკვერას“ პოლიტიკის წარმოება ურთიერთობებში მისი საფირმო ნიშანია, რომლის დემონსტრირებაც არა ერთხელ მოუხდენია ჩემი თანდასწრებით. თუმცა ობიექტურობისთვის აქვე უნდა ითქვას, რომ პირად ურთიერთობაში ჩვენ შორის ასეთ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია.

დავბრუნდეთ ბიძინას კაბინეტში ჩვენს პირველ შეხვედრაზე…მაქსიმალურად კომპაქტურად მომიყვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შესახებ. მითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ამიტომ გადაწყვიტა, პირადად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში. მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიუღია და რომ უკვე რამდენიმე წელია შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ჰქონდა იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ, რადგან ვეღარ ხედავს ამის სხვა პოლიტიკურ რესურსს, გადაწყვიტა, თვითონ იკისროს ეს მისია – გააერთიანოს და სათავეში ჩაუდგეს „რეალურ ოპოზიციას“, შექმნას დიდი კოალიცია და მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის არჩევნებში.

მე გულწრფელად მივესალმე მის გადაწყვეტილებას და ვუთხარი, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ერთადერთი შანსი იყოს ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცვლილებების დასაწყებად. შემდეგ მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა ბოლო პერიოდში ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მომიყვა, როგორც მას თავად უყვარს გამოთქმა, ე.წ. „ტრიუკების“ შესახებ, რომლებსაც მიმართა ამ პერიოდში ხელისუფლებისთვის გზის ასაბნევად…აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, „ტრიუკების“ აღწერა თქვენთვის საინტერესო იყოს, შესაძლოა, ჩემი თხრობის დროს გიჩნდებათ ერთგვარი უკმარისობის გრძნობა – თითქოს რაღაცას ბოლომდე არ ვამბობ, არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს… ვიღაც იფიქრებს, რომ ზოგიერთ დეტალზე და პიროვნებაზე საუბარს იმიტომ ვარიდებ თავს, რომ ან დაპირისპირებას ვერიდები, ან რაიმე სხვა კონიუნქტურული მოსაზრებით ვაკეთებ ამას. მინდა გითხრათ – სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. ჩემთვის გასაგებია მკითხველის ცნობისმოყვარეობა. ეს ადამიანურად. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით თუ წავალთ, საბოლოო ჯამში, ავცდებით იმ მიზანს, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ წიგნის დაწერა და რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ამა თუ იმ პიროვნების როლს ეხება. შესაბამისად, ვყვები მხოლოდ იმ ისტორიებს და იმ დოზით, რამდენადაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისინი პოლიტიკურ პროცესში და მათი გავლენა მოვლენების განვითარებაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე საუბარი, რომლებიც მხოლოდ ირიბად ეხება ძირითად მიზანს, არათუ არ დაგვაახლოებს სწორი დიაგნოზის დასმასთან, არამედ ყურადღებას გაგვიფანტავს და გარკვეულ „სიყვითლეს“ შესძენს მონათხრობს…

ბიძინამ მითხრა,რომ ბოლო სამი თვე ინტენსიურად უყურებს ტელევიზორს, რათა გააკეთოს არჩევანი, თუ ვისთან და რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა, რას წარმოადგენს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, პიროვნება, თუ მედიასაშუალება. ჩამოუყალიბდა გარკვეული წარმოდგენა ყველაზე და ყველაფერზე და მას გამიზიარებს. დაასრულა იმით, რომ მე გამომარჩია და აქვს სურვილი, ერთად დავიწყოთ ეს საქმე…პრინციპში, შეხვედრაზე რომ მივდიოდი, რაღაც ტიპის თანამშრომლობის შემოთავაზებას ველოდი. პასუხიც წინასწარ მქონდა მომზადებული – უარი უნდა მეთქვა, რადგან იმ დროისათვის სავსებით კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქმიანობით, მქონდა შორს მიმავალი გეგმები და არ ვაპირებდი მათ მიტოვებას. თუმცა, ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი მკვეთრი და მკაფიო საუბარი გვექნებოდა. ჩვენი საუბრის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ უბრალოდ გატრიალება და წასვლა არ იქნებოდა სწორი.

იმ მომენტში მასში იმდენი ძალა, ენთუზიაზმი და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის უანგარო, გულწრფელი თავდადება დავინახე, რომ მეუხერხულა კიდეც მშრალი უარით შემოფარგვლა. ამ ვითარებაში ჩემი უარი უკვე ნიშნავდა იმას, რომ მე, ადამიანმა, რომელმაც წლები შევალიე უკეთესი მომავლისათვის რეჟიმთან ბრძოლას, კაპიტულაცია გამოვაცხადე ზუსტად მაშინ, როდესაც ამისათვის რეალური ბრძოლის დრო დადგა. ამიტომ, ჩემი პასუხი გახლდათ, რომ არ ვიყავი პოლიტიკოსი და ამიტომ პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ვერ ჩავერთვებოდი, მაგრამ ყველანაირად დავეხმარებოდი და ხელს შევუწყობდი მას გარედან, როგორც კოალიციის ჩამოყალიბების საქმეში, ასევე შემდგომი პოლიტიკური პროცესის მართვაში სხვადასხვა ფორმით, იქნებოდა უბრალოდ რჩევები თუ პერსონალური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ასევე გულწრფელად მოვუყევი ჩემი პირადი მიზეზების შესახებ. ვუთხარი, რომ ვთანამშრომლობდი ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია და რომ ჩემი პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში, არსებულ ვითარებაში, მას შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები. ამას კი მე ვერაფრით ვერ დავუშვებ-მეთქი.

არ უკამათია, არც გადარწმუნება უცდია. პირიქით, მითხრა, რომ ძალიან აფასებს ჩემს ამ თვისებას, რომ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულების შესახებ ბადრის ოჯახთან, ისიც იცის, თუ როგორ ვუერთგულე მათ ბოლომდე, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა პირველი არჩევანი ჩემზე…

ცოტა ხანს ბადრიზე ვისაუბრეთ. მითხრა, რომ მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მომიყვა, თუ როგორ შესთავაზა ბადრიმ 2007 წელს პოლიტიკურ პროცეში მასთან ერთად მონაწილეობა და როგორ უთხრა მაშინ ამ შეთავაზებაზე უარი. ბევრი არაფერი უთქვამს უარის მოტივებზე და, ბუნებრივია, არც მე დამისვამს ზედმეტი კითხვები. მე მაშინაც ვხვდებოდი და ახლა, ბიძინასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილების ფონზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ორ უმდიდრეს ადამიანს შორის დამოკიდებულება არასოდეს ყოფილა მარტივი და მისი დახასიათება, როგორც ან ცალსახად კარგის, ან ცალსახად ცუდის, ურთულესი თემის არასწორად გამარტივება იქნებოდა.ამის შემდეგ, მეუბნება, რომ ის 12 ოქტომბერს აპირებს გამოაქვეყნოს წერილი, რომელიც აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაწერა და ამ პროცესში მხოლოდ მეუღლე ეხმარებოდა; წერილის ტექსტი მათ გარდა არავის წაუკითხავს; ახლა აქვს სურვილი, რომ მე წავიკითხო და გავუზიარო ჩემი აზრი მის შესახებ. აიღო მაგიდაზე აკურატულად დაწყობილი ფურცლები და მომაწოდა…წერილი.

წყარო: kvirispalitra

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ის მტრედი, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო…” – რას წერს გიორგი კეკელიძე 5 ბავშვის დაკრძალვაზე მომხდართან დაკავშირებით?

Next Post

„ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე…“ – მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავაზე

Next Post
„ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე…“ – მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავაზე

„ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე...“ - მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავაზე

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In