• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 23, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ, იქ შეიძლება, სერიოზული მიზეზიც იყოს” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

by inew
23 January 2026
in საზოგადოება
0
,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ, იქ შეიძლება, სერიოზული მიზეზიც იყოს” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
0
SHARES
1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ:

– დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, მაშინ ეს ნიშანი არ დააიგნოროთ.

ზოგადად, ნერწყვდენა შეიძლება, ბევრი რამით იყოს გამოწვეული, მაგრამ შემთხვევათა, დაახლოებით, 20-30% -ში ის გასტროეზოფაგური რეფლუქსია მიზეზი.

კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან არ უნდა ამოდიოდეს, ან თუ ამოვა, მხოლოდ მცირე მოცულობით და იშვიათად. მაგრამ, როდესაც ადამიანს გასტროეზოფაგური რეფლუქსი აქვს, კუჭის მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ამოსდით საყლაპავში. როგორც კი კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოვა, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, თავის ტვინში ცდომილი ნერვი გააქტიურდება, ის კი ადამიანის სანერწყვე ჯირკვლებს გაააქტიურებს. განსაკუთრებით ყბისქვეშა ჯირკვალს. ამის ფონზე, პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა და მთელი ღამის განმავლობაში ადამიანს პირიდან გადმოსდის.

ეს უფრო ხშირად ემართება მათ, ვინც საღამოობით დიდი მოცულობის საკვებს მიიღებს და მაშინვე იძინებს. ან თუნდაც მიიღოს მცირე მოცულობით და მაშინვე დაწვეს. ეს ცუდი იდეაა, იმიტომ, რომ როცა საკვებს მიიღებთ და მაშინვე დაწვებით, კუჭი იწყებს მონელებას, გამოყოფს მარილმჟავას, პეფსინს, სხვა ფერმენტებს, რომ ეს შიგთავსი მოინელოს. როდესაც წვებით, კუჭი და საყლაპავი ერთ დონეზეა. ფერმენტებიანი და მჟავა არე საყლაპავისკენ გადადის, ამიტომაცაა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სანერწყვე ჯირკვლების აქტივაციით, დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა.

დილით რომ გაიღვიძებთ, ეს ნიშანი არ დააიგნოროთ. პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს – მედიკამენტური და არამედიკამენტური. არამედიკამენტურზე ვისაუბრებ:

პირველ რიგში, დაწოლასა და საკვების ბოლო მიღებას შორის სულ მცირე 3 საათი და მეტი უნდა იყოს გასული. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო უკეთესი. მაგრამ, სულ მცირე, 3 საათია საჭირო, რომ კუჭმა მონელება დაამთავროს და უკუსადინებელი საყლაპავში აღარაფერი დარჩეს.

მეორე, დიდი მოცულობის საკვები არ უნდა მიიღოთ. თუ დიდი მოცულობის საკვებს მიიღებთ, უკუდინების უფრო მეტი შანსია.

მესამე, საღამოობით ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს, შოკოლადს, ცხარე საკვებს უნდა მოერიდოთ.

გარდა ამისა, როდესაც დაწვებით, ბალიში ყოველთვის გამოიყენეთ, რომ თავი უფრო მაღლა იყოს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილია.

რაც ჩამოვთვალეთ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ, ასევე უნდა გადაამოწმოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამის შემოწმება საყლაპავის ენდოსკოპიური გამოკვლევით შეიძლება. პაციენტები ზონდირებას ეძახიან – ბევრს არ უყვარს იმიტომ, რომ რთული გასაკეთებელია. სხვა გზა შეიძლება, იყოს საყლაპავის ph-მეტრია, ან კვლევა ე.წ. ბარიუმის ფაფით. პაციენტს სპეციალური კონტრასტი ეძლევა და რენტგენოსკოპიული გზით ვნახულობთ, შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში ადის თუ არა.

აღნიშნული კვლევები შეგიძლიათ, ჩაიტაროთ, რომ დაიდასტუროთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა ეს დაავადება ან რამე უფრო სერიოზული ხომ არ გჭირთ იმიტომ, რომ ეს ნიშანი საყურადღებოა. არასდროს დააიგნოროთ, იქ შეიძლება, რაღაც უფრო სერიოზულიც ხდებოდეს.

ისიც გახსოვდეთ, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ნერწყვდენა ფიზიოლოგიურია და საყურადღებო და სახიფათო არაფერია. მოხუცებში, ვისაც აქვს პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, ინსულტი, მათ შემთხვევაშიც ეს პრობლემა საკმაოდ ხშირად გვხდება იმიტომ, რომ ისინი კარგად ვერ ყლაპავენ.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს?

Next Post
ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.