6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსიც 2.9106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9418 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი 3.12 თეთრით გამყარდა.
აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8095 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8224 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ცვლილებამ 1.29 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0783 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში 7 თებერვალს შევა.