აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.58 თეთრით გამყარდა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1621 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1740 ლარს შეადგენს – ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.19 თეთრით გამყარდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0647 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში 30 ოქტომბერს შევა.


