აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2277 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2009 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.68 თეთრით გაუფასურდა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომლის ღირებულება 0.0620 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.7138 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 იანვარს შევა ძალაში.


