აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6893 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1749 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1701 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გაუფასურდა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომლის ღირებულება 0.0618 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.1 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6846 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 თებერვალს შევა ძალაში.

