აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7523 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1249 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1274 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0721 ლარს შეადგენს.
1.23 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ფასი 3.6389 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში 18 აპრილს შევა.