აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსიც 3.1254 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1435 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.81 თეთრით გამყარდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0686 ლარს შეადგენს.
3.16 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ფასი 3.6479 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში 24 ივნისს შევა.