აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1753 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1875 ლარია. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.22 თეთრით გამყარდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.0676 ლარი გახდა.
1.93 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ფასი 3.6772 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში 12 ივლისს შევა.