ემიგრანტების ტკივილითა და მონატრებით სავსე ცხოვრება უფრო მტკივნეული მაშინ ხდება, როცა საქართველოში დარჩენილ ოჯახში უზომო მწუხარება ან სიხარულია…
უმეტესობა ვერ ახერხებს ჩამოსვლას და შორიდან ეფერებიან ოჯახის წევრებს. პანდემიამ კიდევ უფრიო გაართულა სიტუაცია.
ნათია ლაზიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც შვილის ქორწილს ვერ დაესწრო, გულგრილს არავის დაგტოვებთ.
„დღეს 8 _სექტემბერია…
დღეს… ♡2020 წლის 8 სექტემბერია, სამშაბათი…
დღეს ქორწილია ჩემი მარიამის, მართალია, ჩემ გარეშე, მაგრამ… მაგრამ – ასეა.
ვერ წავედი შვილის ქორწილში, არ განმიკითხოთ, გთხოვთ.
ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ამაოდ. საბუთიც ავიღე, იტალიელი ოჯახი ძალიან ეცადა გვერდით დამიდგა მაგრამ… ისევ ამაოდ.
არ მოესწრო, გვიან აღებული საბუთი და საქართველოში 2-კვირიანი კარანტინის გამო, საზღვრების ჩაკეტვის შიშის გამო ვერ წამოვედი.
ძალიან ბევრი რამ მოხდა უჩემოდ და კიდევ ბევრი რამ მოხდება ალაბთ, ისევ უჩემოდ. ღმერთს ვთხოვ, რომ მხოლოდ კარგი გავიგონო.
შორიდან ვუყურებ, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები. შორიდან ვიზიარებ მათ სიხარულს, წარმატებას, ბრძოლას, განცდას, სევდას.
სკოლიდან – უნივერსიტეტში…
ვცდილობ, მათ წინსვლას ჯერ მე გავუკვალო გზა, რომ ფეხი არ წამოკრან. მე დედა ვარ, მაგრამ მხოლოდ შორიდან ვზრუნავ მათზე. მხოლოდ ეკრანიდან ვუსინჯავ სიცხეს, შუბლზე ტუჩის მიდების ნაცვლად.
ეკრანიდან ვეუბნები ძილინებისას, ტკბილი სიზმრებს ვუსურვებ, ღვთის კურთხევას, საძინებელ ოთახში შესვლის ნაცლად.
აჩქარებული გულის ცემა ესმით ჩემი, როცა ვიგებ, რომ მათ უჭირთ რამე.
შორიდან ვითვლი მათი მონასტრებისგან მოწყვეტილ ცრემლთა მარგალიტებს.
ვხედავ, როგორ აღარ ერგებათ შარშანდელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ვხედავ, როგორ იზრდებიან ყოველ წელს. ვხედავ, წვერულვაშით ზის ვიდეო კამერის წინ მამაკაცი და მიმეორებს – დედა, დედა…
მიმტკიცებს, შენი შვილი ვარო… მეორე შვილი მეუბნება, მალე დედა გავხდებიო… სამი შვილი მყავს და სამჯერ მაქვს მიზეზი, რომ ვიცხოვრო ამ ლამაზ სამყაროში.
როცა სტკიოდათ, ან რამე სწყინდათ, ეს ფრაზა მესმოდა: მჭირდები დედა, მინდა, შენს კალთაში ტირილით გული ამოვირეცხოო.
სიხარულით სავსე და ბედნიერი როცა არიან, მაშინაც უნდათ, გამიზიარონ, მაგრამ ეს მხოლოდ კამერის იქით ხდება.
ჩემი მარიამი დღეს უსაზღვროდ ბედნიერია, მან ახალ სამყაროში შეაბიჯა ფეხი, რომელსაც ოჯახი ჰქვია. თუმცა, უჩემოდ მაინც სევდა სახლობს მის ბედნიერებაში.
არა, არ ვიტირებ, ღვთის წინაშე ვპირდები საკუთარ თავს, რომ ემოციას გავუწევ წინააღმდეგობას, რომ არ ვიტირო.
სიხარულით, ბედნიერებით კი ვიტირებ.
მე ემიგრანტი ვარ რომელსაც კარგა ხანია, მიესაჯა პატიმრობა და ამინისტია ვინ იცის, როდის მერგება.
გილოცავ, ჩემო სიხარულის და სიცოცხლის აზრო, კურთხეული იყავ მამა ზეციერ ღმერთისაგან, შვილო, როგორც შვილი, როგორც ქალი, როგორც ცოლი, როგორც დედა და მერე – როგორც ბებია.
ულევი ბედნიერი წლები შენს ლამაზ, თოთო, ქორფა ოჯახთან ერთად.
ერთი ათასად იმრავლეთ, შვილო, დედა სამშობლოს გასახარად.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრით კომენტარებშო..
ნათია ლაზიშვილი“.