• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, June 27, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვიგრძენი, რომ თავზე ცრემლები მეცემოდა, პატრიაქი ტიროდა, მე კი ხელახლა ვიბადებოდი

by inew
17 December 2022
in საზოგადოება
0
ვიგრძენი, რომ თავზე ცრემლები მეცემოდა, პატრიაქი ტიროდა, მე კი ხელახლა ვიბადებოდი
0
SHARES
198
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

პოეტი გურამ გორდეზიანი წლების წინ, პატრიარქთან შეხვედრის დღეს სოციალურ ქსელში იხსენებს:

„გაზეთ “რაეოს” რედაქციიდან გამოვედი მარჯანიშვილის ქუჩა გადავკვეთე და ზუსტად გალაკტიონის სახლის წინ ტაქსს დავუწყე ლოდინი. უცებ ნივამ დაამუხრუჭა და ბრძანებისა და თხოვნის ნაზავი კილოთი ვიღაცამ მითხრა დაჯექი მანქანაშიო,2003 წელია.

კარი გამოვაღე და მანქანაში ჩემი ბიძა,ცნობილი ეთნოგრაფი, ბატონი ლევან ფრუიძე,ბატონი ოთარ კერვალიშვილი და ვიღაც უცხო კაცი ისხდნენ,რომელიც მერე,როცა გავიცანი რესპუბლიკის პროკურატურის მაღალი რანგის პროკურორი აღმოჩნდა.

-სად მიდიხარ ბიძია?-მკითხა ბიძაჩემმა.

მაშინაც პოლიტიკური გაწამაწიის წელი იყო და მე, ცოტნე ბაკურიასთან შესახვედრად მივდიოდი. თან ბონდო გაგნიძის იდეა და ქართველ მეფეთა სურათები მიმქონდა,ასლან აბაშიძეს რომ დაეფინანსებინა რვეულების გამოცემა, რომელზეც ქართველ მეფეთა სურათები იქნებოდა გამოსახული,მოკლე ბიოგრაფიული განმარტებით. ჩემზე დაკისრებული მისიის შესახებ ამაყად მივაწოდე ინფორმაცია მანქანაში მსხდომებს.

-დაჯექი ბიძია მანქანაში და ჩემთან ერთად წამოდი! -შავნაბადის მონასტერში მივდივართ ტრაპეზზე,მამა შიომ მიგვიწვია.-მითხრა ბიძაჩემმა და სკამის გადმოწევის საშუალება მომცა,უკან მოვკალათდი.

როცა მონასტერს მივუახლოვდით მანქანების შესამჩნევად გრძელი რიგი იდგა, ცოტა რომ გაგიკვირდებოდა ისეთი. დრო იყო იმისთანა, ნაკლებად თუ ვინმე გაბედავდა ისეთი მანქანებით გამოსვლას.

-პატრიაქიც აქაა,თქვა ბიძაჩემმა და დაუჯერებლობისა თუ მოულოდნელობისაგან კინაღამ გული გამიჩერდა.

-ესაა მისი მანქანა,მიუშვირა ხელი რომელიღაც მარკის უცხოურ მანქანას,რომელიც საკმაოდ მოძველებული ჩანდა.

ბერები გამოგვეგებნენ. ბიძაჩემს განსაკუთრებული მოწიწებით მიესალმნენ და დარბაზში მიგვიწვიეს,სადაც მონასტრის წინამძღვარი,მამა შიო შემოგვეგება.

-პატრიაქი აქაა?! იკითხა ბიძაჩემმა.

-კი, აქაა და ცოტას დაისვენებს,მანამდე დარბაზში მობრძანდით ბატონო ლევან. შევედით დარბაზში. ხალხმრავლობაა. კახური კილო სჭარბობს და იურიდიული ტერმინოლოგიის სიუხვე იგრძნობა,რაც ჩემს ყურს არ გამოჰპარვია!

მართალი გამოვდექი. კახეთის რეგიონის პროკურორები იყვნენ და რაღაც მიწის საპატრიარქოზე გადაცემის საკითხს განიხილავდნენ! რომელსაც თურმე ვიღაც უცხოელები ითხოვდნენ და შევარდნაძეს საპატრიარქოზე უნდოდა გადაცემა,რათა მიწა ხელშეუხებელი ყოფილიყო.(ღმერთო შენს სახელს დიდება! რას არ ათქმევინებ კაცს.

არაფრით არ მეგონა შევარდნაძეს დადებით კონტექსტში თუ მოვიხსენიებდი,რადგან, სრულიად უდანაშაულო კინაღამ დამხვრიტა,თუმცა რაც მართალია უნდა ვთქვა, სამართლიანობა მოითხოვს.) დავჯექით და მის უწმინდესობას დავუწყეთ ლოდინი. დარბაზში ჩემს გარდა ორმოცი კაცი მაინც იქნება,ყვალა ნერვიულად ცქმუტავს,პატრიარქი კი არ გამოდის.

მამა შიო, კარგ ლექსებს წერდა და მისი პოეზიის შესახებ ბევრი ვიცოდი, რადგან “რაეოს” რედაქცია ბეჭდავდა მის წიგნებს! ამიტომ ხერხი ვიხმარე,მრგვალ მაგიდას შემოვუარე და საკარცხულში ჩაბრძანებულ მამა შიოს, ყურში, პატრიაქის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსი ჩურჩულით წავუკითხე, რამაც ყველასათვის მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია.

მამა შიო ფეხზე წამოხტა,რომელიღაც ოთახში შევარდა,იქიდან კალმითა და თეთრი ფურცლით აღჭურვილი დაბრუნდა, დაჯექი და დაწერეო მითხრა. მეც ავდექი და დავწერე. წინამძღვარმა ფურცელს ხელი დასტაცა და დარბაზიდან გავიდა. ყველა მე შემომაჩერდა გაკვირვებით!

უცებ ,მამა შიო დარბაზში შემობრუნდა და ხმამაღლა დაიძახა. -ახლა ყველა პატრიაქთან შევალთ და ნუ იხმაურებთ, შენ კი უკან მიჰყევი ამათო,მიბიძგა ზურგში. თავადაც მომყვა.

დიდ ოთახში, მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიაქი იყო ტახტზე დაბრძანებული და ყველას ლოცავდა მუხლმოყრილს,თავზე ხელის დადებით. დალოცვის შემდეგ ყველა გარეთ გადიოდა.

ნელ-ნელა მეც ვუახლოვდებოდი საპატრიაქო ტახტს,ცრემლი მდიოდა, უნებლიედ, ყოველგვარი ტკივილისა და ძალდატანების გარეშე ვტიროდი,ღვარად მდიოდა ცრემლი და თითქოს ვმსუბუქდებოდი. მუხლებზე დავემხე.

პატრიაქი წამოდგა. მე ფეხები დავუკოცნე. წამომაყენა. ლექსი წაიკითხეო მთხოვა, წავიკითხე. ისევ მუხლებზე დავეცი.- მომიყევიო მითხრა. ავხედე, ჰო,მიდი მთელი შენი ცხოვრება მომიყევიო. მოვუყევი. ვიგრძენი რომ თავზე ცრემლები მეცემოდა. პატრიაქი ტიროდა. მე კი,ხელახლა ვიბადებოდი!“ – წერს გურამ გორდეზიანი.

გთხოვთ გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დაავადებათა კონტროლის ცენტრის 20 წლის თანამშრომელი რაჭაში ტრაგიკულად დაიღუპა..

Next Post

“ცოლმა ქმარს თავის უფროსთან უღალატა” – მაგრამ რაც ქმარმა მოიმოქმედა ამას ვერავინ იფიქრებდა..

Next Post
“ცოლმა ქმარს თავის უფროსთან უღალატა” – მაგრამ რაც ქმარმა მოიმოქმედა ამას ვერავინ იფიქრებდა..

“ცოლმა ქმარს თავის უფროსთან უღალატა” – მაგრამ რაც ქმარმა მოიმოქმედა ამას ვერავინ იფიქრებდა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In