რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ქველმოქმედის დავით ოქროპილაშვილის (დანტესის), თურქეთში მყოფი ქართველი მედიკოსის მედეა იობაშვილის და საზოგადოების დახმარებით, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თურქეთში გაემგზავრა რთული ოპერაციის ჩასატარებლად. გოგო ანკილოზის დიაგნოზით, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ახლა იგი რეაბილიტაციას სახლში აგრძელებს და კადრებს სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს.
დღეს, 6 ნოემბერს ლილიანა 22 წლის გახდა. დაბადების დღე „დანტესმა“ საზეიმო ტორტით და საჩუქრებით მიულოცა:
„დღეს ლილიანას დაბადების დღეა. სახლში ვესტუმრეთ და 22 წლის იუბილე მივულოცეთ“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.


