როგორც ცნობილი სპორტული ჟურნალისტი თენგი პაჭკორია იტყობინება დღეს საღამოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სპეციალურ სატელევიზიო განცხადებას გაავრცელებს ფრანგულად და ქართულად.
არსებობს ვარაუდი, რომ ფრანგმა სპეციალისტმა შესაძლოა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადოს.
”საფრანგეთიდან მაცნობეს , რომ დღეს გვიან საღამოს იქნება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის (2006 წლის მსოფლიოს ვიცე – ჩემპიონი) სპეციალური სატელევიზიო განცხადება ( ფრანგულად და ქართულად). ვცდილობ გადავამოწმო ეს ინფორმაცია საფრანგეთში და საქართველოში”, – წერს თენგიზ პაჭკორია.


