• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის ქეთა თოფურიას ქმარი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია და კარგი ურთიერთობა აქვს კადიროვსა და სხვა ლიდერებთან

by inew
11 March 2022
in საზოგადოება
0
ვინ არის ქეთა თოფურიას ქმარი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია და კარგი ურთიერთობა აქვს კადიროვსა და სხვა ლიდერებთან
0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

რუსეთში მყოფი ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას დიპლომატი ქმარი ლევ დენგოვი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ახლო მეგობარია. გარდა მეგობრობისა, მას კადიროვთან საქმიანი ურთიერთობაც აქვს.

მომღერლის მეუღლე კადიროვთან გადაღებულ ფოტოს სხვადასხვა სოციალური ქსელის პლატფორმაზე ხშირად აქვეყნებს.

2008-2011 წლებში დენგოვი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში რუსულ-ლიბიური ურთიერთობების განვითარებას კურირებდა.

დენგოვი რუსეთის ჯგუფს კურირებდა, რომელიც ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებაზე მუშაობს.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დავალებით, ის ურთიერთობას არეგულირებდა ლიბიასთან და არის „რუსულ-ლიბიური სავაჭრო სახლის“ თავმჯდომარე.

ქეთა თოფურიას ქმარს, ლევ დენგოვს დღეს, რუსეთში მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, დიპლომატს და ბიზნესმენს. რუსეთ-ლიბიის სავაჭრო სახლის მმართველთა საბჭოს თავმჯდომრეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩეველი და ინდონეზიური ენერგეტიკული კორპორაცია “მედკოენერგის” პრეზიდენტი.

ასევე, ფილიპინების სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებით.

მისი ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანდია. 1984 წელს არის დაბადებული ბელორუსის დედაქალაქ მინსკში. ბავშვობა გაატარა ოფელ კრაისკში.

მამა მეწარმეობით იყო დაკავებული, დედა კი ხატვის მასწავლებელი გახლდათ სკოლაში.

რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აკადემია დაამთავრა იურისპრუდენციის განხრით. შემდეგ გერმანიის მაინცის უნვერსიტეტში სწავლობდა.

მცირე ხანს პოპმუსიკითაც იყო დაკავებული – მუსიკალური გუნდი “არბატი” შექმნა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ დიდ რუსულ დიასპორაზე იყო გათვლილი. ბენდის წინსვლას ხელი შეუწყო და მერე წარმატებით გაყიდა – ასე იშოვა პირველი სოლიდური თანხა. სწორედ ამ თანხით დაიწყო მისი ბიზნესი. სწავლა არც დაუმთავრებია, რადგან ლიბიაში გაემგზავრა და წამოიწყო საკმაოდ სერიოზული საქმეები.

ლიბიით მის დაინტერესებას ხელი შეუწყო ბელორუსიაში ლიბიის ელჩის შვილთან მეგობრობამ. სწორედ აქედან გაჩნდა მისი სერიოზული კავშირები ლიბიასთან. ისე, რომ მალე პლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში ძალიან მიღებული პერსონა გახდა.

2008-2011 წელს დააარსა ლიბიურ-ბელორუსული საწარმო, რომელიც ლიბიური კორპორაციისთვის სპორტული შენობა-ნაგებობების მშენებლობითა და პროექტირებით იყო დაკავებული. 2011 წელს მონაწილეობა ლიბიაში აფრიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რომელიც მოგვიანებით ე.წ. არაბული გაზაფხულის მოვლენების გამო გაუქმდა…

დენგოვი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისაც კარგად იცნობდა და სერიოზული გეგმები ჰქონდა, იმავე ჩემპიონატის ჩათვლით, თუმცა ლიბიაში ამ დროს ნამდვილი ომი გაჩაღდა..

თუმცა დენგოვმა ამ ომის შემდეგაც მოახერხა მშრალად და წარმატებულად გამოსვლა, ურთიერთობები დაამყარა ლიბიის ახალ ხელისუფლებასთან და რუსეთის მთავარ წარმომადგენლადაც იქცა რუსეთისა და ახალი ლიბიის ურთიერთობებში. კონფლიქტურ სიტუაციებშიც მოხვედრილა, საკმაოდ რთულ გარემოებებში, თუმცა ამბობენ, რომ უშიშარი ადამიანია და ყველასთან ახერხებს დიპლომატიურ ურთიერთობას.

ამავე პერიოდში დაუმეგობრდა ჩეჩნეთის ლიდერ კადიროვს და დღეს მისი მრჩეველი და დიდი მეგობარიცაა. ლიბიის ამბების შემდეგ დაირქვა ახალი სახელი და გვარი – ლევ დენგოვი და ამბობს, რომ უკვე მამაც კი ლევს ეძახის.

2017 წელს უკვე რუსულ-ლიბიური სავაჭრო სახლი დააარსა, რომელიც ლიბიაში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის რეალიზებით იყო დაკავებული – იქნებოდა ეს სანავთობე აღჭურვილობები, მარცვლეული კულტურები, საჰაერო ხომალდები, სამედიცინო დანადგარები, სამშენებლო მასაები და სხვა.

დღესდღეობით ბიზნესს აწარმოებს არა მხოლოდ ლიბიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში.

საქმეების გამო, ფაქტობრივად ძალიან იშვიათად იყო სახლშ და თვეობით ვერ ხედავდა ოჯახს. ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს. ამიტომ იყო, რომ 6-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა. თუმცა შვილებთან – ლეონიდსა და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს..

მისი გარემოცვა ამბობდა, რომ მეორედ არ დაქორწინდებოდა და ზოგადად, ხანგრძლივი ურთიერთობების გაბმასაც არ აპირებდა. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა… ეს იყო მის დაბადების დღე, როცა წვეულებას გეგმავდა, ახლობლებსაც ჰკითხა აზრი და ყველა ერთად შეთანხმდა, რომ ჯგუფი A-Studio მშობლებისთვისაც მისაღები იქნებოდა და ახალგაზრდა სტუმრებისთვისაც.

კონცერტის შემდეგ კი დენგოვი ჯგუფის ვოკალისტ ქეთა თოფურიასთან მივიდა, რომ ახლოს გაეცნო..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მონავ… გულისამრევია შენი განცხადებები, შენი რუსეთი უკრაინაში ბავშვებს ხოცავს – რა პოსტი გამოაქვეყნა მომღერალმა დიმა ბილანმა, რომლის გამოც უამრავი ქართველის გულისწყრომა გამოიწვია

Next Post

„აუცილებელია ვამხილოთ ის მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!“ – რა მიმართვას ავრცელებს თეა დარჩია

Next Post
„აუცილებელია ვამხილოთ ის მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!“ – რა მიმართვას ავრცელებს თეა დარჩია

„აუცილებელია ვამხილოთ ის მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!“ - რა მიმართვას ავრცელებს თეა დარჩია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In