• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის 17 წლის გოგო, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება

by inew
17 November 2025
in საზოგადოება
0
ვინ არის 17 წლის გოგო, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
0
SHARES
601
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულება, მუქარა – 17 წლის მოზარდს მისივე ასაკის გოგო გაუსწორდა, მომხდარზე საუბარი კი სასტიკად აუკრძალა. დაშინებულმა ალაპარაკება მაინც შეძლო – მომხდარი ჯერ დედას უამბო, შემდეგ – პოლიციას.

“კურიერი P.S.-ი” ბათუმში მსხვერპლი მოზარდის ოჯახის თხოვნით ჩავიდა. გოგონამ, დედის თანხმობით და თანდასწრებით, მომხდარზე საჯაროდ საუბარიც გადაწყვიტა.

9 ნოემბერი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია… ეს შემთხვევის ადგილია. 17 წლის გოგონა ნაცნობმა თანატოლმა სწორედ ამ ტერიტორიაზე მიიყვანა, უთხრა, რომ აქ სათვალთვალო კამერები არ არის და მოქმედებაზე გადავიდა.

შეშინებული მოზარდი მეთევზეებმა გადაარჩინეს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ, თუმცა მოძალადე არასრულწლოვანმა ისინი ვერ შენიშნა.

სავარაუდო დამნაშავეს ბათუმში ყველა იცნობს. მის ანგარიშზე არაერთი დანაშაულია. მათ შორის, თბილისის ცენტრში, 13 წლის ბავშვის ცემის ფაქტი, რაც “კურიერი P.S.-მა” რამდენიმე თვის წინ გააშუქა. მაშინ ბათუმელმა არასრულწლოვანმა საპატიმრო სასჯელს თავი ასაკის გამო დააღწია.

ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მოძალადე არასრულწლოვანს ბათუმელ მოზარდებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მისი საქციელი დაგმეს, ერთ-ერთი კი “კურიერი P.S.-ის” რესპონდენტია, რომელიც მისი მორიგი მსხვერპლი გახდა.

რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე აჭარის პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი უკვე გამოჰკითხეს. “კურიერი P.S.-მა” მასთან გასაუბრება სცადა, ვიყავით სახლში, სადაც არასრულწლოვანი მეგობართან ერთად ცხოვრობს, თუმცა კარი არავინ გააღო. თქვეს, რომ ის დიდ დროს ქუჩაში ატარებს – თუმცა სავარაუდოდ იცოდა, რომ ჟურნალისტი ამბის გასაშუქებლად ჩავიდა და “კურიერი P.S.-ის” კამერას ქუჩაშიც დაემალა.

“კურიერი P.S.-ის” ინფორმაციით, გამოკითხვის დროს, ძალადობაში მხილებულმა მოზარდმა თანატოლის ცემა და ბულინგი დაუდასტურა.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ნაცემ ბავშვს. მას დაზარალებულის სტატუსს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიანიჭებენ, რის შემდეგაც საქმეში სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც ჩაერთვებიან.

რა ბედი ელის ძალადობაში მხილებულ არასრულწლოვანს? – იურისტი განმეორებითი დანაშაულის შემთხვევებსა და მოსალოდნელ პროცესებს განმარტავს.

მსხვერპლი მოზარდის დედა ახლა მხოლოდ შვილის უსაფრთხოებას ითხოვს.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მალე ამოქმედდება და ყველა ქართველ ემიგრანტს შეეხება!

Next Post

დიდი სკანდალი “შერბეთში” – რატომ დატოვეს სერიალი სილა თურქოღლუმ და ემრაჰ ალთინთოპრაქმა?

Next Post
დიდი სკანდალი “შერბეთში” – რატომ დატოვეს სერიალი სილა თურქოღლუმ და ემრაჰ ალთინთოპრაქმა?

დიდი სკანდალი “შერბეთში” – რატომ დატოვეს სერიალი სილა თურქოღლუმ და ემრაჰ ალთინთოპრაქმა?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.