• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, October 28, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ვიღაცებმა თქვეს, გადავკეტოთ რკინიგზა ან მაგისტრალებიო, მაგრამ…” – რა მოხდება 4 ოქტომბერს? დავით ზურაბიშვილის პროგნოზი

by inew
2 October 2025
in საზოგადოება
0
,,ვიღაცებმა თქვეს, გადავკეტოთ რკინიგზა ან მაგისტრალებიო, მაგრამ…” – რა მოხდება 4 ოქტომბერს? დავით ზურაბიშვილის პროგნოზი
0
SHARES
184
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 4 ოქტომბერს და მას შემდეგ, ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.

– ხელისუფლების ქცევას ვერ ვხსნი ლოგიკურად. არსებულ რეალობაში იმ რესურსებით, რაც ხელისუფლებას აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, თან იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი აგრესიული ფორმით ბოიკოტს მიმართავს, წესით, ხელისუფლებას არაფერი არ უნდა დასჭირვებოდა და ეს არჩევნები იდეალურად უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მაინც არის გადაბირებები, ვიღაცებისთვის კვერცხების სროლა… ერთი მხრივ, შესაძლოა ეს იმით აიხსნას, რომ იგებენ, მაგრამ ვერ იგებენ იმ ანგარიშით, რაც უნდათ. თუმცა,­ ჩემი აზრით, მათ ფეხებზე არ ჰკიდიათ ლეგიტიმაცია და დასავლეთის აღიარება. ეს ჩანს ხელისუფლების პოლიტიკაში და ყაველაშვილის გამოსვლაშიც გამოჩნდა. ვიღა­ცამ შეიძლება თქვას, ამათ სულ არ სჭირდებათ­ დასავლეთის ლეგიტიმაციაო, აბა, მაშინ გერმანიის ელჩს რატომ იბარებენო? მაგრამ ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის­ ქვეყნები არავინ არ არიან, მათ არავინ არაფერს­ ეკითხება და მთავარია ამერიკა. ამიტომ უნდა ამერიკასთან ურთიერთობის აწყობა, ტრამპს მიმართავს, ევროკავშირს კი აღარ ელაპარაკება…

რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია და მიუხედავად იმისა, ისევ ორად არიან გაყოფილი, მათი დიდი უმეტესობა მაინც 4 ოქტომბრის იმედზეა. ნაწილი ამბობს, 4 ოქტომბერს დავიწყებთ და იმ დღესვე მოვრჩებით ყველაფერსო, ნაწილი ამბობს, 4 ოქტომბერს დავიწყებთო, მაგრამ სად წავალთ და როგორო, ამის გეგმა ცნობილი არ არის და ალბათ, არც იქნება.

ეჭვი მაქვს, რომ არც ერთმა მხარემ – არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ იცის, რა იქნება ან რას გააკეთებენ.­ ოპოზიციის მხრიდან უფრო არის ნაპოლეონის პრინციპი, ჩავებათ ბრძოლაში და მერე იქ ვნახოთო. საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში ეს პრინციპი ყოველთვის წამყვანია და ძალიან იშვიათად, რომ პოლიტიკოსებს რაღაც ჰქონდეთ დაგეგმილი.

– თქვენ რომელ ვარიანტს ელოდებით?

– მე კი მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მაინცდამაინც საჭიროდ არ მიმაჩნია ამაზე დეტალურად საუბარი. ასეთ დროს ხელისუფლება არ მიდის დათმობაზე. მე თვითონ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში 2007 წლის ნოემბრის ამბებში და არის სულ სამი გზა: გაქვს მოთხოვნები და ხელისუფლება არ აკმაყოფილებს, გამოიყვანე ბევრი ხალხი, მაგრამ ხელისუფლება გაიძახის, არა, არ გავაკეთებო. ამის მერე არის ერთი ვარიანტი­ – იდგე დიდხანს და შეეცადო პარალიზებას, რაც ძალიან რთულია, ასი ათასი კაცი ყოველდღე ფიზიკურად ვერ დადგება­ ქუჩაში, ეს გამორიცხულია.

მეორე – თუ დაინახავ, პროტესტი კლებისკენ წავიდა, მიმართავ გამწვავებას სხვადასხვა ფორმით – შეიძლება ისეთით, რაც ხელისუფლებას ძალისმიერი საშუალებების გამოყენების საშუალებას მისცემს, ან მაგალითად, ვიღაცებმა მასობრივად შიმშილობა გამოაცხადონ, ან დავუშვათ, სადღაც შეეცადო სიტუაციის დაძაბვას. მახსოვს, იყო ისეთი შემთხვევაც, ვიღაცებმა თქვეს, მოდი, გადავკეტოთ რკინიგზა ან მაგისტრალებიო. სხვა გზა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლებას ეუბნები, წელში უნდა გადაგტეხოო. მაგრამ ამას სჭირდება­ ძალიან დიდი რესურსი…

– ძალიან ბევრი ადამიანი რომც გამოვიდეს 4-ში ქუჩაში, იქნება იმის წინა პირობა, რომ გარდამტეხი პროცესები დაიწყოს?

– მართალი გითხრათ, ძალიან მეეჭვება, არა მგონია, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც დათმობაზე წავიდეს. შეიძლება რაღაცები გადადოს, მაგრამ დათმობით არ დათმობს და დაელოდება გამწვავებას, რომ ძალა გამოიყენოს. ყველა ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ერთნაირად იქცევა. ის, რომ დაინახონ ქუჩაში გამოსული ძალიან ბევრი ხალხი და ხელისუფლება­ თვითონ წავიდეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია. ივანიშვილი ერთხანს ამას აკეთებდა, პატარა დათმობებზე მიდიოდა და ასე ცდილობდა გადაეგორებინა პრობლემა,­ მაგრამ ამას აღარ აკეთებს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დათმობას ისინი განიხილავენ, როგორც ჩამოშლის წინა პირობას…

წაიკითხე ვრცლად

წყარო: კვირის პალიტრა
გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,მაშინ მოგისპო სიცოცხლე არაადამიანმა, როდესაც მოხვედი ცხოვრების ხასიათზე” – ემშვიდობებიან ქალს, რომელიც კახეთში ქმარმა მოკლა

Next Post

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In