• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვიცი, რომ ამის მოსმენა სასტიკია, მაგრამ ჯობია, ახლა შეგეშინდეთ და გაიქცეთ მანდედან, ვიდრე მერე დაიშინოთ ხელები თავში” – შვილმკვდარი დედის ბრძოლა და გაფრთხილება სხვისი შვილების გადასარჩენად

by inew
28 February 2023
in საზოგადოება
0
„ვიცი, რომ ამის მოსმენა სასტიკია, მაგრამ ჯობია, ახლა შეგეშინდეთ და გაიქცეთ მანდედან, ვიდრე მერე დაიშინოთ ხელები თავში” – შვილმკვდარი დედის ბრძოლა და გაფრთხილება სხვისი შვილების გადასარჩენად
0
SHARES
56.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით მძიმე ინფორმაციებს პატარებზე, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან. მათზე გული შეგვტკივა, ვლოცულობთ, ვისაც როგორ შეუძლია, გვერდითაც უდგება, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, ეს ბავშვები რა გზას გადიან.

ბოლო დღეებში ბევრი მშობელი წერს გაუსაძლის პირობებზე იაშვილის კლინიკაში, სადაც ონკოპაციენტებს მკურნალობენ. ერთ-ერთი ნანა მიტიანია, რომელსაც შვილი გარდაეცვალა.

,,მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო – ვერ ვჩუმდები! ამ პალატებში ეპატიჟებით ადამიანებს და მაღალი ხარისხის მკურნალობას სთავაზობთ, ნუთუ სულ დაკარგეთ მორალი და ზნეობა! მინდა, ვკითხო ბატონ ივანე ჩხეიძეს, ბოლოს როდის იყავით ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში?

ვეჭვობ, ალბათ როცა ქალბატონ ასმათ შენგელაიას შვილიშვილს სურდო ჰქონდა და ნახევარი განყოფილება რომ ბლოკირებული იყო, მაშინ. მის გასასინჯად მარშით შემოხვედით (ღამის სამ საათზე სახლიდან გამოიყვანეთ ექთანი მერი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ენდეთ მორიგე ექთნებს, ვაითუ მეორედ ეჩხვლიტათ და სტკენოდა ზედმეტად.

ნუთუ წამით მაინც არ იფიქრეთ იმ დედებზე, ვისი შვილების სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, იქნებ თქვენ რომ გიყვართ თქვენ შვილი, იმაზე მეტად მე მიყვარდა ჩემი ნინიკო!). ხუთი წლის წინ იყო ეგ და იქნებ შესულიყავით ახლა და გენახათ, რა სიტუაციაში მკურნალობთ პატარა ინკოპაციენტებს…

იცით, როგორი ჯანმრთელი იყო ჩემი ნინიკო? ფრჩხილიც კი არ სტკენია არასოდეს და ლეიკემიის დიაგნოზი დაგვისვით. ჯვარი სწერია თქვენს შვილებს, მაგრამ არავინაა დაზღვეული, ხვალ ვის დაუსვამენ მსგავს დიაგნოზს, რომც მიგივიდეთ, იმ დღესვე გადააფრენთ სპეცრეისით მსოფლიოს წამყვან კლინიკაში და გადაარჩენთ!

რატომ არ გიფიქრიათ იმ დედებზე, ვისი შვილებიც ამ ანტისანიტარიის გამო სოკოს ებრძვიან, დედებზე, რომლებსაც არ აქვთ ხარისხიანი სოკოს საწინააღმდეგო წამლის შეძენის საშუალება და უყურებენ, როგორ ეცლებათ შვილები ხელიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ფილტვში სოკო აქვთ. მხრებს აიჩეჩავს ექიმი და ეტყვის,რა ვქნათ, თქვენი შვილის შემთხვევაში დავმარცხდით, 30% დამარცხებულში მოხვდით, ვერ გაუძლო ბავშვის ორგანიზმმა და ა.შ.

არადა ხშირად გამოდიხართ ტელევიზიებში და ქადაგებთ უხილავ მტერზე, ჰიგიენის დაცვაზე, ინფექციებზე და ბაქტერიებზე, როცა ყველაზე საჭირო ადგილას საღორე გაქვთ და გამომწყვდეული გყავთ თავზარდაცემული მშობლები.

ვინც სწრაფად პოულობს ინფორმაციას, გარბის და შველის თავს, მაგრამ ვისაც არ აქვს ამის უნარი, მან რა დააშავა, მასაც ხომ უნდა სიცოცხლე.

ამ ბავშვებს სჭირდებათ სრულყოფილი კვება, არ ჰყოფნით თქვენი ერთი ჩამჩა სალაფავი და ორი ნაჭერი პური. ჰორმონების მიღების ფონზე მადა აქვთ და მუდმივად კვებას ითხოვენ. მსგავსი კვება ფილმებში მინახავს, სადაც პატიმრებს ვედროდან უსხამენ საკვებს.

გონს მოდით, არ არის აუცილებელი, ტყვია გვესროლოთ და ისე მოგკვლათ! ირიბად გვიკლავთ შვილებს გართულებული ინფექციებით, ყველა აგებს პასუხს ადრე თუ გვიან კანონის წინაშე. იქ კი ჩვენი ნაწამები შვილები გეყოფათ. არც ერთი დედის და შვილის ცრემლი არ შეგრჩებათ!..

პირველი შოკი, რაც მივიღე, იყო ერთი საპირფარეშო 40 ბავშვზე და მათ მშობლებზე. მალე გადაგვიყვანეს მეორე სართულზე ,,ევროსტანდარტულ დონეზე აღჭურვილ განყოფილებაში”, სადაც ორ თვეში გამოვიდა მდგომარეობიდან ინვენტარი, გამწოვები და ფილტრები, რითაც ამაყობდა ადმინისტრაცია.

მეტსაც გეტყვით, პალატაში დაიწყო ტარაკნებმა და თაგვებმა სირბილი. ბავშვს ვასეირნებდი და რომ ამოვედით, საწოლში კატა იწვა, ბავშვის საწოლში,  რომლისთვისაც პატარა ინფექციაც კი შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო მისი დაბალი იმუნიტეტიდან გამომდინარე.

უხარისხო მედიკამენტები, რაზეც პირველი კურსის დასრულების მერე შევიტყვე, იმდენად ჯანმრთელი შვილი მეჭირა ხელში, ზედმეტად არასდროს დაგვჭირვებია ექიმი და, შესაბამისად, არ მქონდა სამედიცინო განათლება, რომ მცოდნოდა, რასთან მქონდა საქმე. საშინელი ინფორმაციული ვაკუუმია, ვერ მოდიხარ აზრზე, გეშინია რამის კითხვის, ვაითუ ექიმი გაბრაზდეს და შენს შვილს დააკლდეს მკურნალობა.

მუდმივად ლანძღვა და ჩხუბი არ მოგვცემს შედეგს, გადასადგმელია რეალური ნაბიჯები, რაც მალე იქნება ეს, მით ნაკლები ბავშვის სიცოცხლე იქნება განწირულ.

ვიცი, სასტიკია ამის მოსმენა, ვინც ახლა გადის მკურნალობას, მაგრამ ჯობია, ახლა შეგეშინდეთ და გაიქცეთ მანდედან, ვიდრე მერე დაიშინოთ ხელები თავში. ნეტა, ვინმეს შევეშინებინე და გავქცეულიყავი, ახლა სულ სხვა რეალობა მექნებოდა.

ისიც ვიცით, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი, მოვლილი გვაქვს ევროპაც და აზიაც, ოღონდ უშედეგოდ, რადგან აქ ამოგვიწურეს რესურსი.

ვოცნებობ, რომ მშობლებსა და ექიმებს შორის მოხდეს კონსესუსის მიღწევა, ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ონკობავშვების საუკეთესო პირობებზე, ხარისხიან მკურნალობაზე და მედიკამენტებზე… უამრავი პრობლემაა, რისი გამოსწორებაც არ და ვერ ხერხდება წლებია…” – წერს ქალბატონ ნანა მიტიანი.

გთხოვთ გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტოები პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემი ცოლის საშინელმა ხასიათმა და საქციელმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე

Next Post

„მე ვარ თამუნა ქორქია.. 33 წლის ასაკში მოვკვდი და შემდეგ გავცოცხლდი ამის გარეშე..“

Next Post
„მე ვარ თამუნა ქორქია.. 33 წლის ასაკში მოვკვდი და შემდეგ გავცოცხლდი ამის გარეშე..“

„მე ვარ თამუნა ქორქია.. 33 წლის ასაკში მოვკვდი და შემდეგ გავცოცხლდი ამის გარეშე..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In