რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “სააღდგომო ზავის“ შესახებ განაცხადა.
,,რუსეთის ფედერაცია აჩერებს ყველანაირ სამხედრო ოპერაციას ზავის პერიოდში და ელოდება საპასუხო მოქმედებას კიევისგან“, – თქვა პუტინმა.
კრემლის განცხადებით, რუსული მხარე 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს.