დეა 26 წლისაა და 8 წლის სანდროს ზრდის. რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა, უნდოდა, მშვიდად მოეგვარებინა ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ ნათესაობისთვის საძულველ ქალად იქცა.
– მე და გოჩას სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. 18 წლის ვიყავი, როდესაც ბინა მეზობელ კორპუსში ვიყიდეთ, ერთ დღეს მაღაზიაში შევხვდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მალე შემიყვარდა, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით.
ბოლოს მშობლების თხოვნით უფრო დავქორწინდით, რადგან ჩემებს არ მოსწონდათ, რომ სულ ერთად ვიყავით და ხშირად მარტოც ვრჩებოდით. ქორწინებამ არაფერი შეცვალა. ერთადერთი
მუშაობა დაიწყო და ოჯახს თვითონ არჩენდა. დედამთილი თავს მევლებოდა, მამამთილი საზღვარგარეთ მუშაობდა და ჩვენი დაოჯახების შემდეგ ჩამოვიდა. ტკბილად ვცხოვრობდით, თითქოს არაფერი გვაკლდა. ბიჭი შეგვეძინა.
– ასეთი იდილია როდის დაირღვა?
– სამი წლის წინ, როდესაც გოჩას სამსახურში ვინმე გენომ დაიწყო მუშაობა. არ ვიცი, როგორ აიყოლია ჩემი ქმარი. სამსახურის შემდეგ ხშირად რესტორანში მიდიოდნენ და იქიდან ნასვამი მოდიოდა.
თავიდან ეს კვირაში ერთხელ ხდებოდა, მაგრამ შემდეგ ძალიან მოუხშირა. არაფერს მიშავებდა, ფულსაც ბევრს არ ხარჯავდა. იმ ბიჭის ძმის რესტორანში დადიოდნენ და საჭმელში ფულს არ ახდევინებდნენ, მაგრამ რა სასიამოვნოა, ყოველ ღამე მთვრალ ქმარს ელოდო.
– სამსახურში სიარული არ უჭირდა?
– არა, რომელ საათზეც გინდა მოსულიყო, სამსახურში არასოდეს იგვიანებდა. დილას ყავას სვამდა, სახეზე ცივ წყალს ისხამდა, ძლივს ფხიზლდებოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა. მშობლები დიდად არ რეაგირებდნენ, ხშირად ვერც იგებდნენ, რომელ საათზე მოდიოდა და თან, ხომ გეუბნებით, არც ჩხუბობდა და არაფერს გვიშავებდა.
ერთ დღესაც ყელში ამომივიდა ყველაფერი და დავემუქრე, რომ დედაჩემთან დავბრუნდებოდი. არ დაიჯერა, სასაცილოდ არ ეყო და რამდენიმე დღეში სახლში რომ აღარ დავხვდი, გამოფხიზლდა.
სამი დღე მეხვეწებოდა შერიგებას და ბოლოს დამითანხმა. პირობა დადო, რომ აღარ დალევდა. ერთ კვირაზე მეტი ვერ გაძლო. ცოტა ხანს კიდევ გავჩერდი და ბოლოს გამოვუცხადე, რომ საბოლოოდ ვშორდებოდი.
იმ პერიოდში ჩემი ბიძაშვილი გადამეკიდა, დასასვენებლად თურქეთში წავიდეთო. ყველაფერი მზად გვქონდა და 18 აგვისტოს გამთენიისას უნდა გავფრენილიყავით. გოჩამ ყველაფერი იცოდა, ერთი კვირის დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მეზობლებს ჯერ არ გაეგოთ.
ღამის 11 საათზე ჩემმა დედამთილმა დამირეკა, გოჩა დაჭრეს და საავადმყოფოში ვართ Yყველა, იქნებ მოხვიდეო. ვიფიქრე, ვენები გადაიჭრა ან რაღაც გაითამაშა-მეთქი და რეანიმაციის კართან მისული უკან გამოვბრუნდი, ისე, რომ არავინ მინახავს.
იმ ღამეს თურქეთში გავფრინდი. დედაჩემს ვუთხარი, ცუდი არაფერი შეეტყობინებინა. ერთი კვირა იდეალურად დავისვენე და რომ ჩამოვედი, ჩემი ყოფილი ქმარი ისევ უმძიმეს მდგომარეობაში დამხვდა.
ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს და ძლივს გადარჩა, მაგრამ მისვლა ვერ გავბედე. გონზე მოსულს დედამისი ყველაფერს მოუყვა, თურმე პირველი ის იკითხა, დასასვენებლად თუ წავედი.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– დასანახავად ვერ მიტანს. მეზობლებიც მის მხარეს არიან, იმიტომ, რომ ბავშვობიდან იცნობენ და მე მამტყუნებენ. უკვე იქ ცხოვრებაც აუტანელია.
დედას ვეხვეწები, რომ ბინა გავყიდოთ და იქაურობას გავერიდოთ.
ბავშვი სულ მამასთან არის. გიჟდება მათზე. თან, ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ აგდებულად მელაპარაკება, მგონია, რომ ჩემ წინააღმდეგ აქეზებენ. ყველაფერი მტკივა, როდესაც მახსენდება, რომ მეუღლე რეანიმაციის კართან მივატოვე…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
სალომე დადიანი; ჟურნალი ”რეიტინგი”