ზუგდიდის მე-2 სკოლა 15 წლის მოსწავლის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
,,ამ უმძიმეს ჟამს სიტყვები უძლურია იმ უზარმაზარი ტკივილისა და მწუხარების გადმოსაცემად, რასაც განვიცდით მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება. ლილია, ჩვენი ლამაზი, ცისფერთვალება გოგო დიდი და უსაზღვრო ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც ამოუვსებელ ჭრილობას ტოვებს ჩვენს გულებში. ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს. ამ მძიმე წუთებში ერთიანობა და ურთიერთთანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება. ვუსამძიმრებთ ლილიანას ოჯახს, ახლობლებს, სკოლას. ლილიანა! შენი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე მარადისობაში”, – წერია სკოლის განცხადებაში
15 წლის გოგო ზუგდიდში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
წყარო: მთავარი


