ყურადღება: ფოტო აღებულია პირობითად
ჟურნალისტნა მარი ჯაფარიძეს რამდენიმე წლის წინ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უჩვეულო ამბავი დაწერა. ამბავი რომელიც ბევრის გულს გაათბობს და ადამიანებისადმი ნდობას დაუბრუნებს..
ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ. მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი.
კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ამ პირველს ფული ჰქონდა მისაცემი.
მე ცოტა მაგვიანდებოდა, იმ მეორემაც მოსვლა დააგვიანა, ეკა წასასვლელი იყო, ეჩქარებოდა. იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა.
ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, – ნახევარი საათი მაგვიანდებაო. მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული.
– აქ დიდხანს იქნებიო? – ჰკითხა ეკამ. ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა, ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია) სიკეთით სავსე..
ვერც წარმოუდგენია,რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს. ტასოს ვეძახდით, ბატი ტასიკოსთან მსგავსების გამო – ვა, რატო მეკითხები, ტო? – გაუკვირდა იმ ტიპს.
– ასე, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, რომელსაც ფული უნდა მივცე, გამხდარი გოგოა, ქერა თმით, ამა და ამ ნომერი ”მარშრუტკიდან” ჩამოვა, – აღუწერა, რა ეცმებოდა, როგორი ჩანთა ექნებოდა – ჰოდა, 100 ლარს დაგიტოვებ და გადაეციო. ტიპი გამოშტერდა..
– კარგი, დამიტოვეო. ამანაც ჩაუთვალა 100 ლარი, მოახტა ”მარშრუტკას” და წავიდა. ამასობაში, მე მივედი სახლში და ცოტა ხანში ის მეორე მეგობარი მოვიდა, თვალები აქვს გაფართოვებული კი არა და შუბლზე აზის.
– გაჩერებაზე ტიპი დამხვდა, – ლელა თქვენ ხართო? კი-მეთქი. – აი, ეკამ ფული დაგიტოვათ, 100 ლარი და გელოებოდით, რომ გადმომეცა..
ეგ რა მაგარი მეგობარი გყოლიათ, ტოოო. აი, ასი წელი წავიდოდი და ვერც მიპოვიდით, მაგრამ აესე მენდო, ტოოო, სახელიც არ უკითხავს ჩემთვის, იმედს როგორ გავუცრუებდიო..
ხო საოცარია? მაგრამ ნაღდია. პ.ს. ეს ამბავი ნდობის გამართლებამ გამახსენა. ცუდია, უცნობი რომ ამართლებს და ახლობელი – ვერა, მაგრამ ეგ არაფერი.. ეგეც გაივლის და ჭკუას ვისწავლი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია