თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაგეგმილი თითქმის ყველა ფრენა გაუქმდა, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დღეს თბილისიდან ჯამში გაუქმებულია 11 რეისი. აღსანიშნავია, რომ ქუვეითის, თელ-ავივის, დუბაის, აბუ-დაბის, შარჯასა და ჯიდას მიმართულებით ფრენები 1-ელი მარტისთვის გადაიდო.
„დღეს თბილისის აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეისები თითქმის მთლიანად გაუქმებულია. გაუქმებულია რეისები ისრაელის მიმართულებით. ჯამში 11 რეისი გაუქმდა. შარჯას მიმართულებით გაფრენილი რეისი დაბრუნდა უკან“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

