მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კომპანია ,,თელასსა” და ენერგო პრო ჯორჯიაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა.
უცნობია ელექტროენერგიის აღდგენის დრო.
ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
„ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“ – წერს კომპანია.