თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში 22 წლის რუსი გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ალინა კამბაროვა საქართველოში ცხოვრობდა და რუსეთში დროებით, ოჯახის მოსანახულებლად იყო ჩასული და თბილისში 16 მარტს დაბრუნდა, მისი ცხედარი კი 17 მარტს, ,,Panorama 360 Hotel“-ის ნომერში აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, ალინა სოციალურ ქსელში ბოლოს 17 მარტს, 01:40 საათზე გამოჩნდა, როდესაც მეგობარს ესაუბრა.
ასევე იუწყებიან, რომ იგი სასტუმროში იმ მამაკაცთან ერთად შევიდა, რომელიც აეროპორტში დახვდა, თუმცა ცხედრის აღმოჩენისას ის ადგილზე აღარ იმყოფებოდა.
საქმეზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.


