• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, October 29, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,თვითმკვლელობა 8-ჯერ სცადა, ხმები ესმის… არავის აქვს ისეთი სი­ცი­ლი, რო­გო­რიც ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს“ – ცნობილი ისტორიკოსი შვილის უმძიმეს დიაგნოზზე

by inew
19 July 2025
in საზოგადოება
0
,,თვითმკვლელობა 8-ჯერ სცადა, ხმები ესმის… არავის აქვს ისეთი სი­ცი­ლი, რო­გო­რიც ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს“ – ცნობილი ისტორიკოსი შვილის უმძიმეს დიაგნოზზე
0
SHARES
560
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ქარ­თუ­ლი ყვე­ლის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვარს ასე იც­ნო­ბენ, თუმ­ცა ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რა რთუ­ლი პრობ­ლე­მის პი­რის­პირ უწევს ცხოვ­რე­ბა. მას ამის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში უსა­უბ­რია, მათ შო­რის, ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში. ის უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის დე­დაა.

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე:

– ლუ­კას 5 წლის ასაკ­ში უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი და­უდ­გინ­და – და­ი­წყო სტრე­სით, ნა­თე­სა­ვე­ბის ბავ­შვებ­მა ტყე­ში გა­ი­სე­ირ­ნეს, ერ­თმა­ნეთს აში­ნებ­დნენ, – მგე­ლი მო­დი­სო… სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა 5 წლის ლუ­კამ წყა­ლი მო­ი­თხო­ვა და 20-ლიტ­რი­ა­ნი ბი­დო­ნი და­ცა­ლა. დე­და­ჩემ­მა აღელ­ვე­ბულ­მა და­მი­რე­კა, – მგო­ნი, და­ვი­ღუ­პეთ, ბავ­შვმა 20 ლიტ­რი წყა­ლი და­ლია და კი­დევ ითხოვს… დი­აგ­ნო­ზი მა­შინ­ვე და­უს­ვეს – ეს იყო უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი და ისიც მი­თხრეს, რომ არ იყო მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბა.

– შემ­დგომ რო­გორ წა­რი­მარ­თა ლუ­კას გან­ვი­თა­რე­ბა?

– იყო პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი კრე­ბუ­ლი – უშაქ­რო დი­ა­ბე­ტის ფონ­ზე და­ი­წყო ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი ლუ­კაც მკვირ­ცხლი იყო. ასე­ვე ნა­თე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ე­რი, კარ­გად ხა­ტავ­და, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ზედ­მე­ტად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. ის ზედ­მე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი მიგ­ვაჩ­ნდა, რომ მისი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა იყო. ამას რა­ღაც ტი­პის აშ­ლი­ლო­ბად არ მი­ვიჩ­ნევ­დით… მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დებს, რომ არ გა­მორ­ჩეთ არც ერთი ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იმ ასაკ­ში ზუს­ტად ძა­ლი­ან ჰგავ­დეს ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას. ახლა, რო­დე­საც წარ­სულს თვალს ვავ­ლებ და კად­რებს უკან ვაბ­რუ­ნებ, ის დიახ, გახ­ლდათ აშ­ლი­ლო­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­მართ, რაც მის პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი. ის ყვე­ლა­ფე­რი – უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი, ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა უგ­როვ­დე­ბო­და და სა­კუ­თარ თავ­ში კე­ტავ­და. შემ­დეგ უკვე, რაც ში­ზოფ­რე­ნი­ა­ზე წა­ვი­კი­თხე, კლა­სი­კუ­რი ასა­კი 19 წე­ლია (და­ა­ვა­დე­ბა ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბუ­ლია. ამ ტი­პის აშ­ლი­ლო­ბე­ბი 15-14 წლის ბავ­შვებ­საც აქვთ).

ლუ­კამ 19 წლის ასაკ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა, როცა თეთ­რი მა­ი­სუ­რი ჩა­იც­ვა, გა­რეთ აღარ გა­ვი­და და სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, გა­რეთ აღარ გა­დი­ო­და… მინდა, მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ნი­შა­ნია ისიც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­კე­ტე­ბა და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან უნდა, ყვე­ლას გა­ურ­ბის. ამის გამო ოჯა­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ეს ნი­შა­ნი არ უნდა გა­მორ­ჩეს. ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას მო­აქვს, ჯო­ჯო­ხე­თია რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. ლუ­კას დი­აგ­ნო­ზი ხომ პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­აა, ამი­ტომ ხში­რად მიგ­რძნია, რომ მა­გა­ლი­თად, ცუ­დად უყუ­რებს ვი­ღა­ცის გავ­ლას. მოკ­ლედ, სულ სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რომ რა­ი­მე კონ­ფლიქტზე არ წა­ვი­დეს. ამ დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ემო­ცი­ებს ვერ მარ­თა­ვენ, ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ისეთ რა­ღა­ცა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რომ ყვე­ლას­თვის სა­ვა­ლა­ლო იყოს და პირ­ველ რიგ­ში – მის­თვის და გა­რე­მოც­ვის­თვი­საც.

მა­შინ ამ­ხე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დით, ბევ­რი რამ ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი და არც არა­ვინ სა­უბ­რობ­და სა­ჯა­როდ ისე, რო­გორც ახლა მე. არც ექი­მე­ბი სა­უბ­რო­ბენ ასე აქ­ტი­უ­რად ამა­ზე, არც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­ცე­მე­ბი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, არც ახლა არის… არა­და ეს 21-ე სა­უ­კუ­ნის და­ა­ვა­დე­ბაა და ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ მსოფ­ლი­ოს არც ისე მცი­რე ნა­წი­ლი მო­იც­ვა… მოკ­ლედ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მერე ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ გა­რე­მოს გა­მოც­ვლამ უშ­ვე­ლოს და ვუ­თხა­რი, ხომ არ გინ­და სად­მე სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა-თქო. არა­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და, იქ მე­სა­მე კურ­სზე იყო, რომ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და, ემო­ცია ვერ მო­თო­კა.

მოკ­ლედ, მი­თხრა, მინ­და სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში წა­ვი­დეო. და­ვი­წყეთ პროგ­რა­მის მო­ძებ­ნა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ პროგ­რა­მა და ის იყო ჩემი უდი­დე­სი შეც­დო­მა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ დეპ­რე­სი­ა­ში იყო, ასეთ კულ­ტუ­რულ შოკ­ში მო­ვახ­ვედ­რეთ. ლონ­დო­ნი არ იყო მის­თვის კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი. კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი კარ­გი ექი­მი იყო. იქ და­უგ­როვ­და ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ვერ გა­და­ლა­ხა და დამ­ძიმ­და. ჩავ­რი­ეთ მე­გობ­რე­ბი, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში დავ­ხდით და ლუკა და­ვი­ნა­ხეთ, ეს იყო შავი ძაფი შეშ­ლი­ლი თვა­ლე­ბით, რო­მელ­მაც პირ­და­პირ მი­თხრა, რომ რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი იყო და ამის­თვის და­ის­ჯე­ბო­და… ასეა, სულ რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბას ეძებს იმას, რა­საც ჩვენ არ ვე­ძებთ.

– სხვა ჩი­ვი­ლე­ბი – ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ხომ არ ჰქონ­და?

– კი, ხმე­ბი… მქონ­და ნო­ვე­ლა – “სი­ცი­ლი”, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. არა­ვის აქვს ასე­თი სი­ცი­ლი, რო­გო­რიც ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. ოღონდ, ეს სი­ცი­ლი არ მო­ვის­მი­ნო და ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვალ. მას ეს­მის ხმე­ბი და ამ ხმე­ბის ფონ­ზე იცი­ნის. მარ­თლა სუ­ლის შემ­ძვრე­ლი სი­ცი­ლია. ასე­თიც ხდე­ბა – ხმე­ბი ეს­მის, მაგ­რამ კარ­გად აკონ­ტრო­ლებს, სი­მუ­ლი­რე­ბა აქვს, მე­ტყვის ხოლ­მე, შენც ხომ ელა­პა­რა­კე­ბი შენს თავს. სულ ცდი­ლობს, რომ თა­ვის და­ა­ვა­დე­ბას­თან გა­მა­ი­გი­ვოს, რომ მარ­ტო არ არის. მას ინ­ტე­ლექ­ტი, იუ­მო­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს. ერთხელ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ერთ-ერთ პო­ლი­ტი­კოსს უყუ­რებ­და… ის ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო და ლუ­კამ თქვა – ეს არის პარ­ლა­მენ­ტში და მე პას­პორ­ტი­ა­ნი გიჟი ვარ?! გვერ­დი­დან უყუ­რებს თა­ვის თავს, ხუმ­რობს, მაგ­რამ თა­ვის ნე­ბით სამ­კურ­ნა­ლოდ კლი­ნი­კა­ში არ წვე­ბა. გვი­წევს პო­ლი­ცი­ის და სას­წრა­ფოს ჩა­რე­ვა. ამ­ბობს, რომ წამ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც იქ იღებს, მას ბოსტნე­უ­ლად აქ­ცევს… მე­უბ­ნე­ბა, რო­დე­საც თავი გტკი­ვა, ეს ხომ ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხარ, გაბ­რა­ზე­ბას ხომ გა­მო­ხა­ტავ, ასე გა­მოვ­ხა­ტავ მე ჩემს აგ­რე­სი­ას და გაბ­რა­ზე­ბას, რა­ტომ უნდა დავ­წვე კლი­ნი­კა­ში?! თა­ვი­სე­ბუ­რი ლო­გი­კა აქვს. ცხა­დია, მისი ლო­გი­კა და რე­ა­ლო­ბა გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან. ფაქ­ტია, რომ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას ასე უყუ­რებს.

სა­ერ­თოდ აგ­რე­სია სხვის მი­მართ არ აქვს, ერ­თა­დერ­თი ის არის, რომ სუ­ი­ცი­დის­ტია. თვით­მკვლე­ლო­ბა 8-ჯერ სცა­და. ადრე მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მი­ჭირ­და და ეს იყო ჩემი დე­დის სენ­ტი­მენ­ტე­ბი. არა­და, ჯო­ჯო­ხე­თი აქვს, თუ კლი­ნი­კა­ში არ მოხ­და, ამ ყვე­ლა­ფერს ვერ აა­ლა­გებ და ალაგ­მავ. ამი­ტომ ოჯა­ხის წევ­რებ­მა ეს კომ­პლექ­სი გა­დავ­ლა­ხეთ. რო­გორც კი და­ე­წყე­ბა, ცო­ტას ვა­ყოვ­ნებთ და მერე ვაწ­ვენთ.

– ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას ჰქონ­და რა­ი­მე მსგავ­სი ეპი­ზო­დი?

– ერთხელ ჰქონ­და, როცა და­ი­კარ­გა. მის მო­ძებ­ნის პრო­ცეს­ში სათ­ვის­ტო­მოც ჩავ­რთე, მა­ლე­ვე იპო­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტად მა­შინ და­ვაბ­რუ­ნეთ… ვერ გე­ტყვით, რა­ტომ და­ი­კარ­გა. ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს. ეს ჩემ­თვი­საც მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან არ ვიცი, როცა და­ი­კარ­გა, რა სჭირ­და, სად იყო. რად­გან თვი­თონ არ ჰყვე­ბა, არ უნდა ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ვცდი­ლობთ, არ გა­ვახ­სე­ნოთ და ამ თე­მას არ შე­ვე­ხოთ.

– სუ­ი­ცი­დის პრო­ცეს­ში თუ ყო­ფი­ლა ისე­თი ფაქ­ტი, რო­დე­საც მის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­ექ­მნა?

– კი, როცა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა, ჩვენ მა­შინ სო­ფელ თე­ლეთ­ში ვცხოვ­რობ­დით და თავს ვა­ბამ­დი პა­ტა­რა მე­ურ­ნე­ო­ბას. ჩემი უმ­ცრო­სი ვაჟი სა­წარ­მო­დან მო­დი­ო­და, ლუ­კამ რო­გორც კი და­ი­ნა­ხა სან­დრო სახ­ლში მო­დი­ო­და, ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა… ვას­კვნი, რომ სიკ­ვდი­ლი არ უნდა, უნდა, რომ გა­და­არ­ჩი­ნონ, უბ­რა­ლოდ ამ ყვე­ლაფ­რის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს. ეს ისე­თი პრო­ცე­სია, შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­უს­წრო. სან­დრომ შემ­თხვე­ვით და­ი­ნა­ხა და ძლივს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. ერთხელ სა­რე­ცხის ხსნა­რი და­ლია და ხე­ლის და ფე­ხის თი­თე­ბი გა­უ­შავ­და. მა­ში­ნაც სან­დრომ გა­და­არ­ჩი­ნა – ბევ­რი წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნა. სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და, თქვა, – თქვენ გა­და­არ­ჩი­ნეთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და, ვერ მოგ­ვეს­წროო. სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც შვი­ლის სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში უყუ­რებ. იცი, რომ შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს ვერ გა­და­არ­ჩი­ნო.

– ეს ეპი­ზო­დე­ბი, წამ­ლის მი­ღე­ბის ფონ­ზე ხდე­ბა?

– არა, რო­დე­საც წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ფონ­ზეა, მშვი­და­დაა. ვერც კი შე­ა­ტყობთ, რომ ავად არის. შვე­ლის ის იუ­მო­რი და ინ­ტე­ლექ­ტი, რაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და რო­გორც კი გა­მო­ვა კლი­ნი­კი­დან, წა­მალს პრინ­ცი­პუ­ლად არ იღებს. ვერც ერ­თმა ექიმ­მა, კლი­ნი­კამ ვერ აი­ძუ­ლა, რომ წა­მა­ლი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მი­ი­ღოს. რე­ცი­დი­ვი კი წამ­ში ხდე­ბა – შე­იძ­ლე­ბა ვსა­უბ­რობ­დეთ, მივ­ბრუნ­დე და და­ი­წყოს, მი­თხრას, – მა­რი­ამს არ და­უ­რე­კე შენ? მა­რი­ა­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ღვთის­მშო­ბე­ლი.

– სახ­ლი­დან გას­ვლის ეპი­ზო­დე­ბი თუ ჰქო­ნია ისე, რომ და­კარ­გუ­ლა?

– აქვს. ერთხელ და­ი­კარ­გა მთე­ლი თვე ვე­ძებ­დით, – უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი, პო­ლი­ცია, მაშ­ვე­ლე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, – მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო. ამ და­კარ­გვას ახ­ლდა ცოტა უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი, რად­გან მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს და მორ­გში და­მი­ბა­რეს, შენი შვი­ლი ვი­პო­ვე­თო. მთლი­ა­ნად მო­ვი­შა­ლე, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე და ღმერ­თს ვუ­თხა­რი, – შენ არ არ­სე­ბობ-მეთ­ქი, ან თუ არ­სე­ბობ, ჩემი შვი­ლი იქ არ იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. მარ­თლაც არ იქ იყო და მორ­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი კი მა­ძა­ლებ­და, – თქვე­ნი შვი­ლია. სამ­შე­ნებ­ლო ფილა, სინ­კა­რი და­ე­ცა და გაბრტყელ­დაო – ასე მარ­ტი­ვად მე­უბ­ნე­ბო­და ამას… ეს ჩემი შვი­ლი არ არის და არც ეს ტან­საც­მე­ლი არ არის მისი-მეთ­ქი – ვპა­სუ­ხობ­დი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ, რომ ხელი მო­მე­წე­რა.

მერე იფიქ­რეს, დამ­თავ­რდა, რო­დემ­დე უნდა ეძებ­ნათ და მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს… რო­დე­საც ღმერ­თს ვუ­თხა­რი, რომ შენ არ არ­სე­ბობ, დი­ლის 11 სა­ა­თი იყო და სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე ზარი შე­მო­ვი­და. მო­ბი­ლუ­რის ეკ­რან­ზე ლუკა და­ი­წე­რა – დე, აქ ვარ და წა­მიყ­ვა­ნეთ. სამი წელი მა­ნამ­დე დე­დას არ მე­ძახ­და. მა­შინ ღმერ­თს ისიც ვთხო­ვე, – დედა ერთხელ და­მი­ძა­ხოს, მერე შენი მო­ცე­მუ­ლია და წა­იყ­ვა­ნე-მეთ­ქი. წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და კლი­ნი­კა­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ. იქ მი­თხრეს, მკვდრად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ვერ და­ვაწ­ვენ­თო. არ ვიცი, რა ძალა მო­მე­ცა, მაგ­რამ მგო­ნი, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი გა­დავ­დგი მტკვრის მე­ო­რე მხა­რეს. ერთ დღე­ში და­აბ­რუ­ნეს – ასე არ ხდე­ბა არც მიც­ვა­ლე­ბუ­ლად გა­ფორ­მე­ბა, არც მისი ასე დაბ­რუ­ნე­ბა. ეს ყვე­ლაფ­რის არის კა­ტას­ტრო­ფა… ღმერ­თს ვთხოვ, ნუ­რა­ვის გა­მო­აც­დე­ვი­ნებს. ამ­ბობს, რომ მე ხმა მე­უბ­ნე­ბა, – მო­კა­ლი დედა, სან­დრო, თქვენ ხომ არ მოგ­კლავთ, ამი­ტომ ჯო­ბია, მე მოვ­კვდე. თა­ვი­სი სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტებს ასე ხსნის, რომ სხვებს არ ავ­ნოს და მხო­ლოდ თა­ვის თავს. ბოდ­ვა­ში მე ვყა­ვარ ჩათ­რე­უ­ლი, ჰგო­ნია, რომ მაწ­ვა­ლე­ბენ, დამ­დე­ვენ, ამი­ტომ მე რომ მოვ­კვდე­ბი, შენ თავს და­გა­ნე­ბე­ბე­ნო. ჰგო­ნია, რომ სულ მისი ბრა­ლია, თუ მე ვინ­მე დამ­დევს.

ავტორი: ლალი ფაცია/Ambebi.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,25-ე სართულიდან ჩამოვარდა… მეუღლე და ერთი შვილი დარჩა”- გონიაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

Next Post

„საყურადღებოა მკვლელობამდე გადაღებული ფოტო!” – რა ხდება ცნობილი ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე?

Next Post
„საყურადღებოა მკვლელობამდე გადაღებული ფოტო!” – რა ხდება ცნობილი ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე?

„საყურადღებოა მკვლელობამდე გადაღებული ფოტო!" - რა ხდება ცნობილი ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In