• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 8, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თვითონ გამოასვენეს, თვითონ გათხარეს საფლავი…“ – ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში საიდუმლოდ დაკრძალეს

by inew
12 February 2025
in საზოგადოება
0
„თვითონ გამოასვენეს, თვითონ გათხარეს საფლავი…“ – ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში საიდუმლოდ დაკრძალეს
0
SHARES
2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების, ე.წ. „დემოკრატიული განვითარების კურსი“ აიღეს.

ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ქართველებმა მისი „საპროგრამო სიტყვა“ ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.

1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც.

აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.

9 მარტს ღამით, საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი იყო 15 წლის ვარლამ ალავიძე. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლე და სტუდენტი იყო.

ხელისუფლება კარგა ხანს ცდილობდა ამ ფაქტის მიჩქმალვას, გასაიდუმლოებული იყო გარდაცვალებულთა სახელები და გვარები, ბევრი მათგანი დღემდეც უცნობია. ტრაგედიიდან მხოლოდ მეხუთე დღეს, 14 მარტს დაიწყო ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ცხედრების „გაცემა“.

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, მიტინგზე დახოცილი ახალგაზრდების რიცხვი არ გახმაურებულიყო. ჭირისუფლებს სწორედ ამ მიზნით არ მისცეს უფლება, წესისამებრ დაეტირათ და დაემარხათ მიცვალებულები. დაკრძალვას უშიშროების 4-5 მეთვალყურის თანხლებით, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ნათესავების დასწრება აკრძალული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო საქმეები ინახება, რომლებიც გვამცნობს, რა ხდებოდა იმ ღამეს თბილისში, როგორ უსწორდებოდნენ მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღებით, ხიშტებითა თუ ბლაგვი საგნებით.

ერთ-ერთი მოკლული 16 წლის თენგიზ შანიძე გახლდათ. რამდენიმე წლის წინ, მისი ძმა, ჯემალ შანიძე პრესასთან საუბრისას იხსენებდა:

„მე ერთ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი ძმა – სხვაში. ის თავის მეგობრებთან ერთად დილიდან იქ იყო. მე რომ მივედი, უკვე ზღვა ხალხი იყო. მალე გავიგე, რომ ჩემი ძმა მოკლეს. უშიშროების კომიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი ძმისა და სხვა დახოცილთა დასაფლავებას შეუმჩნევლად ჩაევლო. თვითონ გამოასვენეს, თვითონ გათხარეს საფლავი… ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ვაკის სასაფლაოზე. საყელოაწეული, გრძელლაბადიანი „თანამშრომლები“ იდგნენ სასაფლაოზე, ალაგ-ალაგ“.

არქივში დაცული ოფიციალური ცნობებით 9 მარტის ღამეს დაიღუპნენ:

უშანგი მერკველიშვილი – 17 წლის, ბორის ზარგარიანი – 16 წლის, ოთარ გობეჯიშვილი – 21 წლის, რაულ ლოლუა – 20 წლის, შოთა ელიზბარაშვილი – 26 წლის, იუზა წერეთელი – 18 წლის, შენგელი ნოზაძე – 20 წლის, ჯიმშერ მამალაძე – 19 წლის, ვარლამ ალავიძე – 15 წლის, ლევან ხანგულოვი – 16 წლის, ანზორ ჩაკვეტაძე – 24 წლის, კლიმენტი რევაზიშვილი – 20 წლის, კიაზო ჭანტურიძე – 16 წლის, თენგიზ შანიძე – 16 წლის, თემურ თოფურია – 24 წლის, თემურ ბურდული – 24 წლის, რევაზ გოგია – 16 წლის, მიხეილ მათიაშვილი – 19 წლის, გულნარა სვანი – 20 წლის, ამბროსი ქოქრაშვილი – 27 წლის, ნაზი ბენიძე – 30 წლის, ლამარა სვანი, გურამ ტუნიევი – 19 წლის, ნუგზარ ღვთისაური, ლაშა მაზავრიშვილი.

წყარო: primetime.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ცოტა უხერხული შეკითხვა იყო… გააჩერეთ გადაცემა!“ – რა მოხდა „სიცრუის დეტექტორის“ გადაღების დროს?

Next Post

დემბელე კვარაცხელიას მადლობას უხდის – ნახეთ რას ამბობს „პსჟ”-ს ლიდერი

Next Post
დემბელე კვარაცხელიას მადლობას უხდის – ნახეთ რას ამბობს „პსჟ”-ს ლიდერი

დემბელე კვარაცხელიას მადლობას უხდის – ნახეთ რას ამბობს „პსჟ”-ს ლიდერი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In