• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 21, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თითქოს ამ განსაცდელმა გამომაფხიზლა და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი

by inew
2 August 2021
in საზოგადოება
0
თითქოს ამ განსაცდელმა გამომაფხიზლა და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი
0
SHARES
558
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვინც სულიერად არ არის მტკიცე, განსაცდელი აშინებს, სულიერად ძლიერნი კი ნებისმიერ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას სიხარულით ხვდებიან და უფლის წყალობად მიიჩნევენ.

დიმიტრი (60 წლის): განსაცდელს ვერავინ აირიდებს. ზოგჯერ კი ისეთი რამ შეგემთხვევა, ფიქრადაც რომ არ გაგივლია, მეტიც, შესაძლოა, მავანისთვის დაგიცინია კიდეც – ასეთ დღეში თავი როგორ ჩაიგდოო. განსაცდელის წინაშე დრო, ეპოქაც დაგაყენებს ხოლმე.

ჩემს ამბავს მოგიყვებით: თავი ჭკვიანი მეგონა. ალბათ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც საკუთარ თავს შეუმცდარად მიიჩნევს. ყველას გვახსოვს 10-15 წლის წინანდელი ამბები – მთელი თბილისი ვალში რომ იყო ჩაფლული.

ჰოდა, ვერც მე დავაღწიე თავი ცდუნებას, გავყიდე ყველაფერი და ერთ საეჭვო ბიზნესში ჩავდე მთელი ფული, ოჯახი რომ მერჩინა. საეჭვო რომ იყო, ახლა ვიცი, თორემ მაშინ ჩემზე ბედნიერი და იღბლიანი კაცი არ მეგულებოდა. მალე ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და ჩემი ფულიანად გაქრნენ ის “ბიზნესმენები”, ოქროს კოშკებს რომ მპირდებოდნენ. ასე დავრჩით ცარიელ-ტარიელნი – უბინაოდ.

ღვთისთვის საყვედური არ შემიკადრებია, პირიქით, თითქოს ამ განსაცდელმა გამომაფხიზლა და წირვა-ლოცვას არ ვაკლდებოდი. ღმერთმა ძალა მომცა და ფარ-ხმალი არ დამიყრია. მალე საქმეც გამომიჩნდა და ნელ-ნელა ავაწყვე ცხოვრება. შვილებმაც გამიმართლეს – ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენია და რაც მთავარია, საქმეს ჭკვიანურად უდგებიან. ჩემი მარცხი მათთვის გაკვეთილი გამოდგა.

თინა (62 წლის): განსაცდელი გვაშინებს და გვაფრთხობს, არადა მას მომზადებული უნდა შეხვდე.

ჩემთვის განსაცდელი უშვილობა იყო. საუცხოო ქმარი მყავდა, ოდნავადაც არ მაგრძნობინებდა, რომ ამის გამო გულნატკენი იყო. ოჯახიც შეძლებული გვქონდა და ერთმანეთიც გვიყვარდა. ქალი ვარ და, ბუნებრივია, დედობა მინდოდა.

ერთხელ გავბედე და ქმარს ვუთხარი, – მოდი, ბავშვი ავიყვანოთ, ობლის გაზრდა მადლია და იქნებ სიბერეში სამადლოდ სხვისი მოსავლელები არ გავხდეთ-მეთქი. შევატყვე, გაუხარდა და ბავშვის ძებნაც დავიწყეთ.

ერთხელ მულმა დამირეკა, ჩემს მეზობლად დედა-შვილი ცხოვრობს. გოგონა ორსულადაა, მაგრამ ბავშვის მოშორება უნდა, რადგან მისი მამა არ თხოულობსო. გულამოვარდნილი მივედი მათთან. გოგონა ცრემლად იღვრებოდა, ეტყობოდა, უძნელდებოდა ამხელა ცოდვის ჩადენა. ბევრი ველაპარაკე და დავითანხმე, რომ ბავშვს გააჩენდა და მომაშვილებდა.

შვილივით ვუვლიდი, მერე ჩემთან წამოვიყვანე და ცივ ნიავს არ ვაკარებდი. ისე ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ხილის საყიდელი ფულიც არ ჰქონდათ და დედამისსაც ვეხმარებოდი. იმ გოგონას საცოდაობამ ისე შემძრა, ბავშვზე კი არა, დედაზე უფრო ვფიქრობდი. მე და ჩემს მეუღლეს უკვე იგი მიგვაჩნდა შვილად.

ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ დედამისი ჩვენგან უნდა წასულიყო. ამას რომ გავიფიქრებდი, გული ტკივილით მეკუმშებოდა. ვატყობდი, ჩემს მეუღლესაც უჭირდა ამის წარმოდგენა. ჰოდა, გავბედე და ვუთხარი, – შენ იყავი ჩვენი შვილი, ჩვენთან დარჩი შენი ბავშვიანად-მეთქი. სიხარულისგან ატირდა და მომეხვია…

საოცარი დედა გამოდგა, ჩვენც სულ თვალებში შემოგვყურებდა. ვასწავლეთ, უმაღლესი დავამთავრებინეთ და გავათხოვეთ კიდეც. თეკლამ იცის, რომ დედამისი ჩვენი შვილია, ჩვენ კი მისი ბებია-ბაბუა ვართ. ამბობენ, ღმერთი სიკეთის მარცვალსაც კი არ დაგიკარგავსო და ეს მართლაც ასეა.

ნინელი (53 წლის): ბევრი განსაცდელი შემხვდა და ამან თითქოს გამომაწრთო, რწმენა გამიძლიერა. ხატებს ვესაუბრებოდი და ისინიც ნუგეშს მაძლევდნენ. მორწმუნეს ალბათ არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ყველა განსაცდელი სიხარულად მექცეოდა ხოლმე, რაღაც შეიცვლებოდა, რაღაც გამოსწორდებოდა და ყველაფერი უკვალოდ ჩაივლიდა.

ჩემს ქმარს გაუმართლა და ფული იშოვა. ბინაც ვიყიდეთ, აგარაკიც, შვილებს რეპეტიტორები დავუქირავეთ. საზრუნავი არ გვაკლდა და თითქოს მიმავიწყდა კიდეც ჩემი კეთილისმყოფელი უფალი, წირვა-ლოცვაზე სიარულისთვის ვეღარ ვიცლიდი, ის კი არა, ტაძარში სანთლის დასანთებად რომ შევირბენდი, იქიდან სწრაფად გამოვრბოდი – “საქმეზე” მაგვიანდებოდა.

ეტყობა სულიერმა სისუსტემ ფიზიკურადაც დამაძაბუნა და ავად გავხდი. დამასიეს ექიმები, მაგრამ არ იქნა ჩემი მორჩენა.

ერთხელ სასოწარკვეთილი ვიწექი და მივიწყებული არტოსის პური გამახსენდა. ძლივს წამოვდექი და ხატებთან მივედი. სანთელი ავანთე და ვილოცე, მერე არტოსი და ნაკურთხი წყალი ვიხმიე და დავწექი. იმავე საღამოს მეუღლემ ექიმი მომიყვანა, რომელმაც დიაგნოზი დამისვა და მკურნალობა დამიწყო. მალე ფეხზეც დავდექი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.

სტატიის ავტორი: ხათუნა ჩიმაკაძე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“ჩვენი დაშორებიდან 14 წლის შემდეგ პირველად ეკლესიაში შევხვდით ერთმანეთს..”

Next Post

“ჩვენი დაშორებიდან 14 წლის შემდეგ პირველად ეკლესიაში შევხვდით ერთმანეთს…”

Next Post
“ჩვენი დაშორებიდან 14 წლის შემდეგ პირველად ეკლესიაში შევხვდით ერთმანეთს…”

“ჩვენი დაშორებიდან 14 წლის შემდეგ პირველად ეკლესიაში შევხვდით ერთმანეთს…”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.