• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 7, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თუ გინდა, ქალი დაწყევლო, ცოლიანი კაცის საყვარლობა უნდა უსურვო..“ – 38 წლის ქალის წერილი

by inew
14 March 2023
in საზოგადოება
0
„თუ გინდა, ქალი დაწყევლო, ცოლიანი კაცის საყვარლობა უნდა უსურვო..“ – 38 წლის ქალის წერილი
0
SHARES
2.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყოველთვის გამოვირჩეოდი გარეგნობით, ინტელექტით, ოჯახიშვილობით და ყველას ეგონა, კარგად გავთხოვდებოდი – თითით საჩვენებელი ოჯახი მეყოლებოდა და ჩემს ბედს, რომ იტყვიან, ძაღლი არ დაჰყეფდა. თუმცა, ასე არ მოხდა და დღეს ცოლიანი კაცის საყვარელი ვარ.

კაცის, რომელიც ჩემს არსებობსაც კი ყველგან მალავს – არც მეშვება, არც ვეთმობი და არც სხვასთან მიშვებს.

კახა რომ გავიცანი, ვიცოდი, რომ ცოლიანი იყო, მაგრამ, იმდენად შემიყვარდა, ვიფიქრე, მექნება ურთიერთობა, შვილს გავაჩენ და ასე ვიცხოვრებ-მეთქი.

მართალია, რომ ამბობენ, წინასწარ არაფერი არ უნდა დაგეგმოო. მოკლედ, ცოლიანი კაცის საყვარელი გავხდი. შვილის გაჩენის უფლებას არ მაძლევს, არც თავს მანებებს და სხვისთვისაც ვენანები.

თავიდან ძალიან მიყვარდა, მაგრამ შვილის გაჩენის უფლება რომ არ მომცა, ურთიერთობა დაგვეძაბა. თვითონ ორი შვილი ჰყავს – გოგო და ბიჭი, ცოლი, საყვარელი და თავი ქუდში აქვს, საერთოდ არ ფიქრობს ჩემს განცდებზე.

როცა დრო აქვს, მაშინ მნახულობს. მე კი, სადმე ფეხის გადგმის უფლებას არ მაძლევს. სამსახურისა და სახლის გარდა, არსად წასვლის ნებას არ მაძლევს და მისი პირადი პატიმარი გავხდი.

მართალია, არაფერს მაკლებს, ბინაც მიყიდა, ფულსაც მაძლევს და საკმარისია, რაიმე მოვითხოვო, მიყიდის, მაგრამ რისთვის მინდა ეს ყველაფერი? უკვე რვა წელი გავიდა, რაც მისი საყვარელი ვარ.

თავიდან, ეიფორიაში ვიყავი, ვფიქრობდი, ჰყავდეს ცოლ-შვილი მე რას მიშლის, მთავარია, უზრუნველად ვყავარ და არაფერს მაკლებს-მეთქი.

მაგრამ, ახლა ვხვდები, მხოლოდ, მისი გასართობი თოჯინა ვარ. არადა, წლები მემატება. მეც მინდა, დედა გავხდე, ვიზრუნო შვილზე, მქონდეს მომავალი. ერთხელ, ისიც კი მითხრა, მადლობა თქვი, მე რომ ვარსებობ შენს ცხოვრებაში, თორემ შიმშილით ამოგხდებოდა სულიო.

ამდენი წელი დავკარგე და ახლა ვნანობ. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ბევრი მეხვეწებოდა ცოლობას, მაგრამ კახას გამო, ყველას ზურგი ვაქციე.

სიმართლე გითხრათ, არც არავინ მაინტერესებდა, მხოლოდ ერთი მიყვარდა და მინდოდა.

ახლა ვხვდები, რომ შევცდი. რომ ვუთხარი, შვილს თუ არ გამაჩენინებ, დავშორდეთ-მეთქი, გაგიჟდა. ცილი დამწამა, ალბათ, სხვა მამაკაცით მოიხიბლე და მასთან გინდა წასვლაო. არადა, მართლა არავის ვუყურებ.

უბრალოდ, შვილი მინდა და მეტი არაფერი. თუნდაც, ნუ მისცემს გვარს და ნუ აღიარებს შვილად. იმას მაინც ვიტყვი, საყვარელი მამაკაცისგან გავაჩინე შვილი-მეთქი.

მაგრამ, ამის გაგონებაც არ უნდა. მაშანტაჟებს, მეუბნება, თუ შვილს გააჩენ, სამსახურიდანაც გამოვაგდებინებ შენს თავს, ბინასაც გაგიყიდი და ქუჩაში დაგტოვებ.

გირჩევნია, რაც გაქვს იმას დაჯერდე და ცხოვრებით დატკბეო. ახლა წლები რომ უკან დავაბრუნო, ზუსტად ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ გვიანია. უბრალოდ, ყველას გასაგონად ვიტყვი – თუ გინდა, ქალი დაწყევლო, ცოლიანი კაცის საყვარლობა უნდა უსურვო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნანა, 39 წლის. წყარო:თბილისელები

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მას ცოლი და 2 შვილი ჰყავს.. გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე.. ძალიან დაბნეული ვარ..” – ახალგაზრდა გოგო დახმარებას ითხოვს

Next Post

“დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი.. შვილებს კი, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია ზრდის ის ქალი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათგან შორს ვყოფილიყავი.. მათთან ლაპარაკის დროს კი ვხვდები რასაც აჯერებენ ჩემს შვილებს..“

Next Post
“დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი.. შვილებს კი, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია ზრდის ის ქალი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათგან შორს ვყოფილიყავი.. მათთან ლაპარაკის დროს კი ვხვდები რასაც აჯერებენ ჩემს შვილებს..“

"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი.. შვილებს კი, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია ზრდის ის ქალი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათგან შორს ვყოფილიყავი.. მათთან ლაპარაკის დროს კი ვხვდები რასაც აჯერებენ ჩემს შვილებს..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.