აბუ დაბის კანონმდებლობით, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მათ თანმხლებ პირებს პატიმრობა ან დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ.
როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ აბუ დაბის პოლიციამ საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა, “ოცნების” წევრებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ამ მუხლს დაემატება სხეულის დაზიანების მუხლიც, მაშინ სასჯელს დაემატება კიდევ ერთი ვადა, რომელიც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
გარდა ამისა, თუ საქმე აღიძრა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზეც, ჯარიმა იქნება 5 000 – 50 000 დირჰამი, რაც დაახლოებით 13 000 აშშ დოლარია. ამასთან, თუ საქმე აღიძრა ქონების დაზიანებაზე [თეფშის სროლა და ა.შ.] უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და ჩართული პირები დაჯარიმდებიან 50 000 დირჰამით
საერთო ჯამში, თუ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო საქართველოს პარლამენტის ალალეგიტიმური წევრების წინააღმდეგ, მაშინ მათ 5-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო: MtavariTV