გიორგი ღოღობერიძის რჩევა მოსახლეობას:
„თუ სკამიდან წამოდგომისას გონება გებინდება, თვალთ გიბნელდება, შეიძლება გულისცემა გიჩქარდება და გაქვს უსიამოვნო განცდა, ყურებში შუილი ან შეიძლება წონასწარობას კარგავ – პრობლემაა ხომ? მე გესაუბრებით, რა იწვევს ამას და როგორ მოაგვარო. რა შემთხვევაში შეიძლება იფიქრო, რომ რაღაც სერიოზული გჭირს და რა შემთხვევებში შეიძლება დაგიმძიმდეს ეს ყველაფერი.
ამას ქვია ორთოსტატიკური ჰიმოტენსია. ძალიან გავრცელებული ფენომენია. რა ხდება ამ დროს? – ჩვენს ვენებში მთელი სისხლის 60%-ია, როცა წევხარ ან ზიხარ და წამოდგები, გრავიტაცია მოქაჩავს ამ სისხლს ქვედა კიდურებში, მაგრამ თავი მხრებზე გაქვს, თავმაც ხომ უნდა მიიღოს სისხლი? ამიტომ ავტომატურად ორგანიზმი ააქტიურებს ნერვულ სისტემას და ვენები უნდა შეავიწროვოს და სისხლი უკვე წამოვა გულისკენ, შეიკუმშება და გადაისვრის თავის ტვინისკენ და ყველაფერი კარგადაა. როცა წამოდგები, ეს რეაქცია გვიანდება და წნევის დავარდნა ხდება“, – ამბობს სპეციალისტი.