• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, July 7, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თხუთმეტი წლისა როდესაც 10 წლით უფროსმა კაცმა მომიტაცა.. მამამ კი სახლში არ წამომიყვანა, ხალხს ვერ ვალაპარაკებო.. წლების შემდეგ ამის გამო ყველანი, მათ შორის ჩემი შვილებიც სასტიკად დავსაჯე…”

by inew
15 March 2023
in საზოგადოება
0
„თხუთმეტი წლისა როდესაც 10 წლით უფროსმა კაცმა მომიტაცა.. მამამ კი სახლში არ წამომიყვანა, ხალხს ვერ ვალაპარაკებო.. წლების შემდეგ ამის გამო ყველანი, მათ შორის ჩემი შვილებიც სასტიკად დავსაჯე…”
0
SHARES
16.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ჩემ ირგვლივ უამრავი ქალია, რომელიც ქმარს საკუთარი ინიციატივით გაეყარა და სიმართლე გითხრათ, მათი გამტყუნება თითქმის არასოდეს მიფიქრია.

რადგან უმიზეზოდ არც ერთი წამოსულა სახლიდან. ისიც გამიგია და ვეთანხმები, რომ ცალ-ცალკე ყველა მართალია და ქმრებსაც თავიანთი სიმართლე აქვთ ალბათ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მათი გამართლება, რადგან ბებიაჩემისგან გამიგონია:

კარგ კაცს ცოლი არც “გაუფუჭდება” და არც ოჯახი დაენგრევაო. ჰოდა, დაკვირვებული ვარ, სადაც კაცი თავის სიმაღლეზეა და მართლა ჭკუით მართავს ოჯახს, იქ თითქმის არასოდეს წარმოიქმნება სერიოზული პრობლემა.

მარეხმა ცოტა ხნის წინ დაანგრია ოცდაათი წლის ოჯახი. მისი ამბავი თითქოს ჰგავს სხვა დანარჩენების ისტორიებს, მაგრამ მაინც განსხვავებულია თუნდაც იმით, რომ ის მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გაეყარა და სასამართლოს მოსთხოვა, რომ მხოლოდ ქმრისგან კი არა, არანაკლებ უმადური შვილებისგანაც დაეცვა:

– ეს სიმართლეა და მე ასე დავსაჯე ისინი. მინდა მიხვდნენ, რომ დედა არც მონაა და არც ის ადამიანი, რომლისგანაც ცალმხრივად უნდა მოითხოვო ყურადღება დ დაფასება.

საკუთარი ნებით არ გავთხოვილვარ. მომიტაცა კაცმა, რომელსაც არც კი ვიცნობდი და წესით, მაშინვე უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან ათი წლით იყო ჩემზე უფროსი და სკოლიდან გამიტაცა თხუთმეტი წლის გოგო.

თუმცა, მამამ არ წამომიყვანა სახლში: ხალხს ვერ ვალაპარაკებო… ცოცხალი რომ იყოს, მასაც გავეყრებოდი და ჩემთვის შვილის დაძახებას ავუკრძალავდი. როგორ შეიძლება, თხუთმეტი წლის ბავშვზე ძალადობა შეარჩინო ვინმეს?!

ვერ გავბედე ურჩობა და თექვსმეტი წლისას მყავდა პირველი შვილი, ოცი წლისას – უკვე სამივე ვაჟი. მათ გამო სკოლაც ვეღარ დავამთავრე, თორემ ინსტიტუტზე ლაპარაკიც ზედმეტია.

დამაყენა დედამთილმა “კუხნაში” – ესაა აწი შენი ინსტიტუტიო და მართლა ჩინებული მზარეული გავხდი მისი წყალობით, მაგრამ ეს ხომ არაა მხოლოდ ცხოვრება, მით უფრო, როცა უმადური ქმარ-შვილი გყავს და შენში დედას და სასურველ ქალს კი არა, მონას და მოსამსახურეს ხედავენ.

ყველაფერი დროზე უნდა მოუწესრიგო და მიართვა, მადლობის თქმაც არ უნდათ: ცხოვრებაში სხვა არაფერი გიკეთებია და არც ოჯახის მოვლა გინდა საკუთარ თავზე აიღოო?!

სამივე შვილმა ინსტიტუტიც დაამთავრა და კარგი სამსახურებიც აქვთ. ცოლებიც შეირთეს და შვილიშვილები მე ჩამაბარეს:

ამათ დედებს არ სცალიათ სახლებში დასაჯდომად, ახალგაზრდები არიან და თავიანთ ცხოვრებას და კარიერას უნდა მიხედონო – არც სამსახურს იკლებენ და არც გართობა-დასვენებას. არც ერთს მოსდიოდა აზრად, რომ მე ვიყავი მათ შორის ყველაზე დაღლილი და თუ ვიმეს სჭირდებოდა დასვენება, სწორედ მე…

ბოლოს ისიც კი მაკადრა ქმარმა, რომ შვილის ტოლი საყვარელი გაიჩინა და მასთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად. რომ ვუსაყვედურე, ლამის საცემრად გამოიწია: მთელი ცხოვრება არაფერი გიკეთებია, ისე გინახავდი, გაჭირვება არ გიგრძნია და დიდი ამბავი, თუ თავს გართობის უფლება მივეციო. ასეთ კაცს რა უნდა უთხრა და ელაპარაკო?!

ის ღამე თეთრად გავათენე და მივხვდი: თუ თავს არ ვუშველიდი, უარესი დამემართებოდა. შვილები შევკრიბე: მამათქვენს აღარ ვუყვარვარ და მისგან წასვლა გადავწყვიტე.

იმედია, თქვენ არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო-მეთქი და იმის ნაცვლად, მხარი დაეჭირათ ჩემთვის, სასაცილოდ ამიგდეს: სად უნდა წახვიდე, შიმშილით გაგძვრება სული. თან, მამას ვერ ვაწყენინებთ და აღარც ჩვენი იმედი გქონდესო…

ცოტა დანაზოგი მქონდა. მინდოდა, ისევ შვილებისა და შვილიშვილების გასახარად დამეხარჯა, მაგრამ არ აღმოჩნდნენ ღირსები: ადვოკატი დავიქირავე და დახმარება ვთხოვე, მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გავყროდი და იმდენად უჩვეულო პროცესი იყო, რომ მთელ ქალაქს მოედო ეს ამბავი, ჩემს ქმარ-შვილს ალმაცერად დაუწყეს ცქერა: ასე როგორ გაამწარეთ ეს ქალიო?!.

ბიზნესპარტნიორებთან და ნაცნობებთან გაუფუჭდათ ურთიერთობები, სუფრასთანაც კი აღარ ეპატიჟებათ ვინმე: თქვენთან ერთად ოჯახისა და დედის სადღეგრძელო როგორ დავლიოთო?!

ისე გამწარდნენ, გაბედეს და დამემუქრნენ: არ გაცოცხლებთ, თუ ოჯახში არ დაბრუნდებიო…

შემეძლო მეჩივლა და ციხეში გამეგზავნა ქმარიც და შვილებიც, მაგრამ ამდენი აღარ ვიკადრე. წლებია ჩემი და იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს.

უკვე მოქალაქეობაც მიიღო და იმან გამიკეთა მიწვევა. უახლოეს დღეებში მივემგზავრები და დავანახვებ ჩემს ქმარ-შვილს, ვინაა ბებერი და თუ არ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება ორმოცდაშვიდი წლის ასაკში…

სხვებსაც ვურჩევ: თუ არ გაფასებენ, ქმარ-შვილის მონადაც კი არ უნდა იქცეთ, თორემ რძლებსა და შორეულ ნათესავებზე ლაპარაკიც ზედმეტია…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტოპირობითია

ინგა ჯაყელი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ახალგაზრდა ექიმმა მითხრა, რომ სახლში სასწრაფოს მანქანით მიმიყვანდა და მომიტაცა..“ – უცნაური ამბავი წარმოუდგენელი დასასრულით

Next Post

ჩემს ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ.. მინდა დავსაჯო იმის გამო, რომ მომიტაცა და ცუდად მექცევა..

Next Post
ჩემს ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ.. მინდა დავსაჯო იმის გამო, რომ მომიტაცა და ცუდად მექცევა..

ჩემს ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ.. მინდა დავსაჯო იმის გამო, რომ მომიტაცა და ცუდად მექცევა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In