• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday, March 27, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იგეგმება ხელფასების 20%-ით გაზრდა – მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება

by inew
1 December 2025
in საზოგადოება
0
იგეგმება ხელფასების 20%-ით გაზრდა – მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება
0
SHARES
8.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 702,2 მლნ ლარით, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 89,6 მლნ ლარით აღემატება.

„2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის ფუნქციებიც გადანაწილდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროზე, შესაბამისად 2025 წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება 2026 წელს გათვალისწინებულია ზემოაღნიშნულ სამინისტროებში. ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2026 წელს შეადგენს 3 344,2 მლნ ლარს, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 115,4 მლნ ლარით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სკოლამდელ და ზოგადი განათლებაზე დაიხარჯება 1 923,0 მლნ ლარი, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 37,1 მლნ ლარით აჭარბებს.

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, საპარლამენტო განხილვების დროს დაყენებული წინადადებების შესაბამისად გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნების და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა;

პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 229,3 მლნ ლარი (გაზრდილია 14,4 მლნ ლარით);

უმაღლესი განათლებისთვის – 196,0 მლნ ლარი (გაზრდილია 4,0 მლნ ლარით); მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის – 90,4 მლნ ლარი; ინკლუზიური განათლებისთვის – 101,3 მლნ ლარი (გაზრდილია 8,5 მლნ ლარით); ახალგაზრდობის მხარდაჭერისთვის – 21,5 მლნ ლარი (გაზრდილია 5,9 მლნ ლარით).

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, დაფინანსება პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 42,3 მლნ ლარით და განისაზღვრა 364,8 მლნ ლარით, საიდანაც თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება – 23,8 მლნ ლარი (გაზრდილია 0,6 მლნ ლარით); ინფრასტრუქტურის განვითარება – 40,0 მლნ ლარი; სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა – 8,6 მლნ ლარი (გაზრდილია 0,3 მლნ ლარით); კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 188,2 მლნ ლარი (გაზრდილია 32,1 მლნ ლარით);

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა – 90,6 მლნ ლარი (გაზრდილია 7,5 მლნ ლარით).

სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე დამატებით გამოყოფილია 29,9 მლნ ლარი და 325,3 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია – 259,6 მლნ ლარი (გაზრდილია 28,7 მლნ ლარით); ინფრასტრუქტურის განვითარება – 10,0 მლნ ლარი; სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა – 6,4 მლნ ლარი; სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები – 42,0 მლნ ლარი.

წყარო: bpn

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

წვიმა, ქარი, შტორმული ღელვა – ცნობილია, როდიდან გაუარესდება ამინდი და როდემდე გაგრძელდება აუმინდობა

Next Post

საშინელება ტრიალებს – ქუთაისში 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს – მას გაუჩინარებულ ქალს 3 კვირა ეძებდნენ

Next Post
საშინელება ტრიალებს – ქუთაისში 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს – მას გაუჩინარებულ ქალს 3 კვირა ეძებდნენ

საშინელება ტრიალებს - ქუთაისში 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს - მას გაუჩინარებულ ქალს 3 კვირა ეძებდნენ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.