ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე იერიშები დრონებით მიიტანეს – ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ერთი უპილოტო აპარატი ნახიჩივანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას მოხვდა, სადაც აფეთქება დაფიქსირდა – არსებული ცნობით, დაშავებულია 2 ადამიანი.
მეორე დრონი კი შეკერაბადის სოფელში, სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა.
აზერბაიჯანმა მომხდარი დაგმო.
,,ჩვენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან ამ უპილოტო თავდასხმებს კატეგორიულად ვგმობთ, რომლებმაც აეროპორტის შენობის დაზიანება და ორი სამოქალაქო პირის დაშავება გამოიწვია.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს აღნიშნული საკითხი, წარმოადგინოს ახსნა-განმარტებები და მიიღოს აუცილებელი გადაუდებელი ზომები მსგავსი ინციდენტების მომავალში განმეორების თავიდან ასაცილებლად.
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები” – ნათქვამია განცხადებაში.


