იმერეთში 14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი – ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გულისხმობს.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ იმერეთში 14 წლის გოგომ იმშობიარა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს. მთავარი დამატებით დეტალებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
წყარო: მთავარი


