ჩვენს ცხოვრებაში თავადვე შეგვიძლია, შევიტანოთ სასიკეთო ძვრები. მთავარია, არ მოვეშვათ, ვიბრძოლოთ და საკუთარ წინსვლასა და წარმატებას თავადვე შევუწყოთ ხელი. ბევრს არ სჯერა თილისმების სასწაულმოქმედი ძალის.
არადა, თილისმის ტარება ყველასთვის საჭირო და აუცილებელია. ამით ადამიანი უფრო დაცული და ჯანმრთელია. შესაბამისად, წარმატებებსაც ადვილად აღწევს და პირადი ცხოვრებაც დაწყობილ-დალაგებული, მშვიდი და ჰარმონიული აქვს.
არსებობს ლითონები, რომლებსაც თილისმის ძალა აქვთ, თან, სამკურნალო თვისებებიც გააჩნიათ. ძველად, ოჯახებში, ყველას ჰქონდა ძვირფასი ლითონის ჭურჭელი. მაშინ, მოოქრული თუ მოვერცხლილი ლანგრით სადილის თუ ხილის მირთმევა სტუმრისადმი კეთილგანწყობის გამოვლინებად მიიჩნეოდა.
ასტროლოგიურად კი, ოქროსა და ვერცხლის დანა-ჩანგალს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. ეს კარგად იცოდნენ უძველესი დროიდან და სწორედ, ასეთი დანა-ჩანგლით თუ ჭურჭლით მიირთმევდნენ საკვებს.
ასევეა, ამ ლითონისგან დამზადებული სამკაულები. კერძოდ, მათ უარყოფითი ენერგიებისგან დაცვის უნიკალური თვისებები აქვთ. ეს თვისება ახასიათებს უბრალო რკინის სამკაულსაც.
თუმცა, ყველასთვის არ იძლევა დადებით ეფექტს. რბილი ხასიათის, თავმდაბალმა, გაუბედავმა და მორიდებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს რკინის სამკაულები, თილისმის სახით, რათა პირად და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიოს.
უნებისყოფო და ფეთქებადი ხასიათის ადამიანმა ოქროს სამკაულები არ უნდა ატაროს, მას ვერცხლი დაეხმარება ენერგიის კონცენტრირებაში. საგვარეულო ძვირფასი ნივთის ტარებას ყოველდღიურად არ გირჩევთ. უმჯობესია, ის სახლში გედოთ, საგულდაგულოდ შენახული და ამით ის საცხოვრებელში მძლავრ ენერგეტიკულ პოტენციალს დააგროვებს.
არც უარყოფით ენერგიას მოუშვებს ახლოს და ეს, თავისთავად, დაგეხმარებათ ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების შესანარჩუნებლად. თუ ასეთ საგვარეულო ძვირფას სამკაულს გასათხოვარი გოგონა ატარებს, დიდი შანსია, ბედს ვერ ეწიოს და ცხოვრების ბოლომდე მეორე ნახევრის გარეშე დარჩეს.
გათხოვილმა კი, ის დროდადრო უნდა ატაროს და არა ყოველდღიურად. ადამიანის ენერგია ლითონზე ადვილად გადადის და საშიშია მისი დანატოვარისთვის. თუ ძალიან გსურთ მათი ტარება გარდაცვლილის პატივსაცემად, მაშინ არ გაიკეთოთ ორშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში კი შეგიძლიათ, ატაროთ.
კარგია, თუ თქვენს სახელზე გააკეთებინებთ სამკაულს და თილისმის სახით ატარებთ. ეს ყველაზე კარგი თავდაცვითი საშუალებაა და ბედნიერება მოაქვს. მისი ძალა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, ჯადოს ენერგიაც კი გაანეიტრალოს. თილისმა დროდადრო მარილში ჩადეთ და ასე გაწმინდეთ დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.
საუკეთესო დამცველი თილისმა ვერცხლისგან მზადდება. ის ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ. გაგრძნობინებთ, რომელი ადამიანი მოქმედებს თქვენზე უარყოფითად და მასთან კონტაქტს აგარიდებთ.
ასევე, შინაგანი ფორიაქის სახით, გაძლევთ სიგნალს, როდის უნდა შეიკავოთ თავი კონფლიქტისგან, აარიდოთ თავი არასასურველ შეხვედრას და ასე შემდეგ.
ვერცხლის სამკაულის თილისმად ტარება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, სურვილებისა და ოცნებების ახდენაში ეხმარება. ძველად, თითქმის ყველა ადამიანს ეკეთა ვერცხლის სამკაული. მათ იცოდნენ ამ ლითონის მაგიური თვისებებისა და დამცავი ძალის შესახებ და უსაფრთხოების მიზნით ატარებდნენ.
ვერცხლის სამკაულის ტარებისას, ბევრს მესამე თვალი ეხსნება და წინასწარმეტყველება შეუძლია. ეს ლითონი ადამიანში ზებუნებრივ ძალას ავითარებს.
ოჯახის შესანარჩუნებლად და ჰარმონიული თანაცხოვრებისა და ურთიერთობისთვის, შეიძინეთ ლითონის შანდალი და სხვა ნივთები.
დააწყვეთ ისინი საძინებელსა და სააბაზანოში და მიაქციეთ ყურადღება, ფერს ხომ არ იცვლის. თუ ოჯახში დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი, დიდი შანსია, ლითონის ნივთებმა ფერი იცვალოს.
ასევე, მეუღლესთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ხშირად დაანთეთ იისფერი და ყვითელი სანთლები ასეთ ლითონის შანდალში და დადგით საწოლ ოთახში.
სანთლების ენერგეტიკა აძლიერებს ლითონის ენერგეტიკასა და მაგიურ თვისებებს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: თბილისელები