ექიმთან მისვლის კომპლექსი ადამიანის ცხოვრებას ბევრ დაბრკოლებას უქმნის, პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს და საბოლოოდ ადამიანის ფსიქიკაზე დამანგრეველად მოქმედებს. ახალგაზრდა მამაკაცი ამ კომპლექსის და თავის ინტიმურ ცხოვრებაში გაჩენილი პრობლემების შესახებ ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან ყვება.
“არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი გასაჭირის მოყოლა, ალბათ, ამ წერილის დაწერას აჯობებდა სექსოლოგთან მივსულიყავი და მკურნალობა დამეწყო, მაგრამ ისეც არ ვიცი, მჭირდება თუ არა.
საქმე ისაა, რომ სრულფასოვანი მამაკაცი ნამდვილად ვარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქალთან ურთიერთობა არ მქონია უკვე ორი წელია და ამას ძალიან განვიცდი. ადრე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, უცოლო კაცი ვიყავი და ქალებშიც დავდიოდი.
მერე ასე ხეტიალი მომბეზრდა და საყვარელი გავიჩინე, რომელთანაც სტაბილური ურთიერთობა მქონდა. ეს ქალი მე გასართობად მინდოდა და არა ცოლად, როცა ცოლად მოყვანაზე პრეტენზია წამომიყენა, ავდექი და დავშორდი.
ვიცოდი, სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა, იმ ქალისგან კი შვილის ყოლა არ მინდოდა. მას მერე, რაც საყვარელს დავშორდი, კარგა ხანი ქალისკენ აღარ გამიხედავს. ვიფიქრე, ვაის გავეყარე და უის არ შევეყარო-მეთქი, ამიტომ ჩემთვის წყნარად ყოფნა ვამჯობინე.
ასე მარტოობაში გავიდა რამდენიმე თვე. კაცი ვარ და ცხადია, სულ ასე ვერ ვიქნებოდი. ერთ დღესაც ერთი გოგო გავიცანი და ბევრი არც მომინდომებია თავის ფეხით წამომყვა სასტუმროში. მართლა სიმპათიური და კარგი გოგო იყო, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა, მოკლედ, კაცისთვის თავბრუს დახვევა არ გაუჭირდებოდა.
მეგონა, მეც მათ რიცხვში მოვხვდებოდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ქალი მეფერებოდა, მკოცნიდა, მაგრამ მე გაყინულივით ვიყავი და ვერაფერს ვგრძნობდი, ერთი სიტყვით, მეძნელება დეტალებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, გოგოს მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომივიდა.
შევატყვე, გაბრაზდა და მითხრა, რას მიწუნებ, ნეტავი ვიცოდე, ყველა კაცი ჩემზე გიჟდება და შენ ასე რამ გაგაშეშა, თუ ასეთი საწყალი იმპოტენტი იყავი, რაღას მომყვებოდი სასტუმროშიო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იმ ქალმა სასტიკად დამცინა და დამამცირა.
გაბრაზებული და შეძრწუნებული გამოვვარდი სასტუმროდან. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რატომ ვერ შევძელი ქალთან ურთიერთობის დამყარება, რა მომივიდა და რით იყო ეს გამოწვეული.
ამ ფიასკოს მერე ორი წელი გავიდა და იმდენად ვარ დათრგუნული, ქალისკენ გახედვაც აღარ მინდა, მეშინია, კიდევ იგივე არ დამემართოს და ხელმეორედ მათი დაცინვის ობიექტი არ გავხდე.
რა მოხდა იმ დღეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საპირისპირო სქესთან ურთიერთობას გავურბივარ და ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ.
საკმაოდ თავმოყვარე კაცი ვარ და ექიმთან მისვლის კომპლექსი მაწუხებს. იქნება მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და აწი როგორ გავაგრძელო ცხოვრება.
სანამ არ ვიმკურნალებ, ცოლის მოყვანაზე საუბარი ზედმეტია და თუ ვერ მოვაგვარებ ამ პრობლემას, მაშინ რაღა აზრი ექნება ასეთ ცხოვრებას. ან მე კაცად ჩავითვლები თუ არა, ისიც საკითხავია.”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია