• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, April 2, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ისე მოხდა, რომ დედას – განწირულს, გაყიდულს, საკუთარ სახლში სიკვდილის უფლება ჩამორთმეულს, შვილებისთვის და ქმრისთვის სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა

by inew
14 December 2022
in საზოგადოება
0
ისე მოხდა, რომ დედას – განწირულს, გაყიდულს, საკუთარ სახლში სიკვდილის უფლება ჩამორთმეულს, შვილებისთვის და ქმრისთვის სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა
0
SHARES
403
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სოციალურ ქსელში, უცნობი ავტორის სულის შემძვრელი წერილი ვრცელდება, რომელიც სრულად ასახავს იმ რეალობას, რომელიც საქართველოს საზღვრებს მიღმა მყოფ ემიგრანტების ცხოვრებაში ხდება. ავტორი, ოჯახურ და იმ დრამატულ გაუცხოებაზე წერს, რომელიც ემიგრაციას ახლავს.

„ახლაც არ ვიცი ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებოდა თვითმფრინავი. ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა.

მორიგე ვიყავი სამსახურში, ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო – მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო. ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან.

დედაზე იყო გაბრაზებული. 8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო.

სად გაექცევა ეს სახლიო, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარ-ფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო. ვეუბნები, – ბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რომ ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ, არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო.

ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?! – უკვირდა შვილს, ხელისგულზე გაზრდილს, ბინიანს, მანქანაგამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს.

და დედას გაწირულს, გაყიდულს საკუთარ სახლში სიკვდილის უფლებაჩამორთმეულს სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო “უმუშევარი” ქმარშვილი.

ტრაგედია კიდევ ის უფროა, რომ მრავლად არიან დღეს ასეთები.. მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ “გაუმართლა” მშობელს იმით რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს.

ჰო, რატომ მოვყევი ამდენს? მადლობა მინდა ვუთხრა დედას, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის. რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება. ჯანდაბამდე გზა ჰქონია სახლს, სადაც დედა არ იქნება.

ჰო და კიდევ, კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილა.“ – უცნობი ავტორი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„უკვე საკმარისად ვზიდეთ ქალებმა ემიგრაციის ჭაპანი, ახლა უკვე თქვენი ჯერია“ – ვის მიმართავს ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

Next Post

„საქართველოში სრულიად მოულოდნელად ჩამოსულს, ოჯახმა მითხრა, ჯერ ჩვენთვის უნდა გეკითხა, იყო თუ არა შენი ჩამოსვლის დროო.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე”.. ემიგრანტის წერილი

Next Post
„საქართველოში სრულიად მოულოდნელად ჩამოსულს, ოჯახმა მითხრა, ჯერ ჩვენთვის უნდა გეკითხა, იყო თუ არა შენი ჩამოსვლის დროო.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე”.. ემიგრანტის წერილი

„საქართველოში სრულიად მოულოდნელად ჩამოსულს, ოჯახმა მითხრა, ჯერ ჩვენთვის უნდა გეკითხა, იყო თუ არა შენი ჩამოსვლის დროო.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე".. ემიგრანტის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.