„ემიგრანტების იმედის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე 2020 წელს მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს, როდესაც 20 წლის სამტრედიელი გოგო მოულოდნელად საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა დაბადების დღეზე… (20 წლის სამტრედიელი გოგო საკუთარ დაბადების დღეზე, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა…
ალბათ ყველას გახსოვთ ეს შემზარავი ამბავი) 2020 წელს 14 თებერვალს ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო.
ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიურმა სამტრედიამ ჩაიხუტა მისი ცხედარი..
ემიგრანტებო ესაა მისი სასაფლაო მაშინ მამამის პირადად ვერ მივუსამძიმრე და დღეს ვუთხარი სამძიმარი მამას და ბიძას რომლებიც საფლავზე იმყოფებოდნენ…
ჩემთვის უმძიმესი დღე იყო ნამდვილად… აქვე საფლავზე არის ულამაზესი კატა შავ თეთრი ზოლებით რომელიც თურმე სულ სასაფლაოზე და არ შორდება ანას საფლავს მეც ვნახე ეს კატა ფეხზე მომედო თითქოს მადლობის ნიშნად
(ვიდეოში ხმაც ისმის) მე და ჩემს მეგობრებს არ მოგვშორებია ვასომ და გუგამ მიეფერა და ხელში აიყვანა თითქოს რაღაცას გველაპარაკება და გვანიშნებს მადლიერების ნიშნადო…
(თითქოს მთლიან საფლავს იცავს და ყველას მეგობრულად ექცევა ვინც იქ მივა) ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული ოჯახს კი გამძლეობას და სულის სიმშვიდეს ვუსურვებ“, – წერს სიხარულიძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..