,,მინდა, ქმრის სახლიდან წამოვიდე, მაგრამ მშობლები მარიგებენ, პატარ-პატარა პრობლემებს მოევლება, საერთო ჯამში, ყურადღებიანი, კეთილი ბიჭიაო.
მათ ვერ ვუმხელ, რომ ,,კეთილი ბიჭი” ისე მექცევა, თავი ჯოჯოხეთში მგონია. როგორ ვილაპარაკო მამასთან ის ყველაფერი, რაც ჩვენი საძინებლის კარის იქით ხდება?! ან დედას როგორ ვუთხრა, ეს ,,ყურადღებიანი” ბიჭი როგორი ცივგულა სადისტი ხდება, როცა მარტო დამიგულებს ხოლმე?!
21 წლის გავთხოვდი და 9 წელია, ასეთ დღეში ვარ. ამ ხნის განმავლობაში ვითმენდი, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ჩემს ქმარს სექსუალური გადახრები აქვს. კმაყოფილებას მაშინ გრძნობს, როცა ტკივილს მაყენებს. ზოგჯერ დალურჯებულ ადგილებს ხელმეორედ მილურჯებს, მე რომ კივილს ვიწყებ,სიამოვნებას მაშინ განიცდის.
მშვიდად მაშინ ვარ, როცა ის სხვა ქალით არის გატაცებული. ზუსტად ვხვდები, როდის დადის საყვარლებში, მაგრამ არ მადარდებს, პირიქით, მახარებს. ვნატრობ, მუდმივი პარტნიორი გაიჩინოს და მე თავი დამანებოს. გესმით, ვნატრობ, მოტყუებული ქალი ვიყო, გვერდით მოღალატე ქმარი მყავდეს!
სიამოვნებით ვიქნები მხოლოდ ცოლი, საყვარელი ქალი კი სხვა ჰყავდეს, მაგრამ თავს არ მანებებს. ბევრჯერ ვუთხარი, რომ ექიმი და დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ ამაზე სულ გადაირია.
მეუბნება, რომ მე ვარ არასექსუალური და ისეთი ქალი, რომელიც არ აღაგზნებს და პრობლემა მხოლოდ ჩემშია. მე მართლაც აღარ ვარ მიმზიდველი. ჩამქრალი დავდივარ. ვერ ხვდებიან, რომ სიცოცხლის უნარი დავკარგე!..”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია