პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელა ლუის ენრიკემ მადრიდის რეალთან მატჩის შეაფასებისას დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც, მისი აზრით, გუნდში საუკეთესოა.
,,ოქროს ბურთი? ვფიქრობ, ამ მიმართულებით დემბელე ყველას ერთი თავით სჯობნის. ის გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მატჩი იყო ტურნირზე, რომელშიც ის მინდორზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა. დემბელე პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელია. ის უნიკალურია, თამაშის მიმდინარეობას ცვლის, სხვაობას იძლევა. მისი თამაშისთვის თვალის დევნება ყველასთვის სიამოვნებაა”, – თქვა მან.