• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, November 7, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ის, რომ იცოდი, გაწამებდა და სარგებლობდა იმით…“ – ნახეთ, იუნა შაფათავას წერილი კესარია აბრამიძეს

by inew
26 September 2024
in საზოგადოება
0
„ის, რომ იცოდი, გაწამებდა და სარგებლობდა იმით…“ – ნახეთ, იუნა შაფათავას წერილი კესარია აბრამიძეს
0
SHARES
26.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სასტიკად მოკლულ კესარია აბრამიძეს იუნა შაფათავა ვრცელ წერილს უძღვნის:

„ვერ ვიტან დამშვიდობებას, ყველაზე რთული მომენტია, მაგრამ უნდა გამოვაყოლო ქარს რამდენიმე სიტყვა, შენთვის მოსატანად..

მხიარული მინდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მძიმეა, რაც მოხდა და ისეთი მოულოდნელი…თუმცაღა უფრო – შენთვის. შენი ფრენის ტრაექტორია სულ რაღაც წუთებში შეიცვალა და ვიცი, რადგან ვიცით უკვე ადამიანებმა, ეს ცოდნა გვაქვს, რომ უკეთეს ადგილას გაფრინდი, მაგრამ რატომ ასე მტკივნეულად. იმედია იმ გზაზე უფრო მეტი სიკეთე შეგხვდება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

სულ მეფიქრება, მაინც რომ მიხვდი, მორჩა, დაუბრუნებელ გზაზე ხარ, რა გაიფიქრე, ნეტავ..
ის, რომ – რატომ? თუ ის, ამდენი რომ იბრძოლე, შენი ბედნიერებისთვის და იმან, რაც და ვინც გაბედნიერებდა, გაგიმეტა და მოგკლა…ფიქრობდი, იმედი გქონდა, რომ ვერ გაგიმეტებდა.. და შეგეშინდა, როცა სიკვდილმა გაშალა ხელები, შენს ჩასახუტებლად… გშთანთქა…

თუ ის, რომ ბრძოლა აღარ მოგიწევდა, ბედნიერებისთვის და მუდმივი დაცინვის, ბულინგის, შეურაცხყოფისგან დაისვენე… თუ ის, რომ ვინც გიყვარდა, იმის ხელით წახვედი და იქნებ, იმ სასტიკ წამში იმით, რომ მაინც შენს გვერდით იყო, კვლავ ბედნიერი იყავი მისი სიახლოვით, რადგან გიყვარდა, როგორც ამბობდი.

ოჰ, როგორ ვცდებით, ჩვენი მახრჩობელა რომ გვიყვარდება ხოლმე. ის, რომ იცოდი, გაწამებდა და სარგებლობდა იმით, რომ მაინც გიყვარდა და პატიობდი, შენს საწინააღმდეგოდ არ მეტყველებს. ეს მისი სადიზმი და ეგოიზმია, რომ იოკებდა თავის სიყვარულს და მისი სირცხვილი, რომ საჯაროდ არ ეყო კაცობა, აღიარების, რომ შენ უყვარდი.
ჩვენი ბნელი და უცოდინარი მედია, ვერ ხვდებოდა, რომელი მხრიდან და როგორ გაეშუქებინე.

შენი გამბედაობა, იმ ბნელ ქვეყანაში, ეპატაჟი და სკანდალი ეგონათ, შენ კი უბრალოდ, ბედნიერებას ეძებდი…
მე რომ მეტკინა, ეს არაფერს ნიშნავს, იმასთან შედარებით, რამდენის გადმოცემა შეგეძლო შენი სასტიკ ხალხთან ბრძოლის შედეგად და როგორ გვინდოდა ყველას. შენი ბედნიერებისთვის მიგეღწია. ხომ მიაღწიე, ხომ ხარ ვარსკვლავი  და ლეგენდა გახდი.

ვერ აცდი ამ გზის გაუგონარ დასასრულს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდი და ჩვენც ხელს გიწყობდით, აგცდენოდა ის საშინელი კარმა, განსხვავებული ცხოვრებისთვის, საქართველო რომ ყველა განსხვავებულს სასტიკად სჯის. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს გახდი, შენით და შენმა სიძლიერემ კი დაგღუპა, თუმცა სიამაყით ვიტყვი, კესარია, ლეგენდა ხარ.

ლეგენდა ხარ, რომ გაუძელი, რომ იყავი ქალი, ლამაზი გოგო. რომ ჩვენც- მე პირადად ქალურ რჩევებს მაძლევდი- გოგო, მოგიხდება, გაიკეთე. რომ გვეყო ძალა, ადამიანობას, სიკეთეს, მეგობრობას გაემარჯვა. ვისაც და რასაც არ უნდა დავაბრალოთ, შენი გაუჩინარება დღევანდელი დღიდან, სამწუხარო ის არის, რომ შენს მასტერკლასებს ველოდი.

ამტანობის და გამძლეობის მაგალითი გახდი. როგორ ვერ დაგიცავით, გოგონი…. და როგორ ვწუხვარ, რომ
ჩვენი წიოკის გაგრძელება ვერ მოესწრო, არადა როგორ ვაპირებდით, იმ სასაცილო ვიდეოებზე პასუხს.
ჩვენი ლეგენდა გოგო.

რა ვქნათ ახლა, ვისზე გავიშვიროთ ხელი – აი, ხასიათის მაგალითი… რა ხელმოცარული დაგვტოვა იმ
არაკაცმა… ამბობენ, როცა მიდიხარ, ბოლოს ხმა ითიშება, გრძნობებიდან და ისე მინდა, მჯეროდეს, რომ
მიხვდა, რა დააშავა და სიყვარულში, მაინც გამოგიტყდა და ლამაზი სიტყვები მიგაყოლა…ვინ გაიგებს ახლა, რა გითხრა, რა იყო ბოლო სიტყვები, რაც გაგაყოლა და მაქვს იმედი და ვითხოვ, აღიაროს, რა დიდი შეცდომა დაუშვა და პატიებას გთხოვს და ჩვენს და ყველას გასაგონად მინდა და ვითხოვ, თქვას: კი, მიყვარდა, მიყვარდა და ლაჩარი ვიყავი. აი, ამას ველი მისგან. შენ იცოდი, რომ უყვარდი, მაგრამ უნდა თქვას, საჯაროდ, საჯაროდ თქვას: მიყვარდა!!!

არაფერს შეცვლის და არ გაგაცოცხლებს მოკვდავთა სამყაროში, მაგრამ ცხოვრების კანონზომიერება ითხოვს, საჯაროდ აგვიხსნას, რომ უყვარდი!

სასტიკი, სასტიკი, სასტიკი ორფეხა ცხოველები ვართ. ისეთი დაცარიელებული ვარ, ვისთან ერთად გავაკეთებთ ახლა ყველაზე რეიტინგულ შოუს, ნუქსზე ვინ იჩხუბებს.

მეღიმება და გაოგნებული ვარ, საქართველოს დემოკრატიის ფარი იყავი, რატომ და როგორ, ვერ დაგიცავით….
იმედია, სადაც წახვედი, იქ სქესი სიკეთის და სიყვარულის განმსაზღვრელად არ ითვლება. Love is love.

ხომ ხედავ, საქართველოს პრეზიდენტიც მოვიდა, პატივის მისაგებად შენთვის. ხომ ხედავს ყველა, რაც არ მოგაწოდეს, სანამ აქ იყავი, კომპენსაციის სახით, ბოდიშის სახით, ცდილობენ, ახლა დაგიმტკიცონ, ადამიანობა და სოლიდარობა.

შეუძლებელი შეძელი, გოგონი. გკოცნი, გეხუტები, როგორც ხეები გადასცემენ ერთმანეთს ფიქრებს ფესვებით, ისე გადმოგცემ ჩემს ჩახუტებას, შემდეგ სამყაროებში შეხვედრამდე, არ მინდა, შენს მხიარულ თავზე მტირალა პოსტები, არ ვუყურებ მავანის ფოტოებს, „ბოლო გზიდან“, შენ სულ „სუპერსთარის  ვიდზე“ უნდა მახსოვდე, კესარია, მე კესოსაც არ გეძახდი არასდროს, გახსოვს, როგორ ამაყად თქვი: „კარალევად მიცნობენ“.

ჰო და ასე, ჩემი გოგო, შენ შენი მისია გქონდა და შენი ბრჭვიალა კვალი დატოვე, შორს ვარ და ვერც დავესწრებოდი იმ ამბებს, შენ ცოცხალი უნდა მახსოვდე სულ, და დღეს შორს, ოკეანის სანაპიროზე ღიმილით გაგიხსენეთ მე და ჩემმა ოჯახმა და მოგეფერეთ.  რადგან შენ სულ ბედნიერების გზას მიჰყვებოდი, ღიმილით, შენი მოღიმარი სახე და იდუმალების შუქი, რომ ეგონათ, გიცნობდნენ, უფრო ჰარმონიულ განზომილებებში გამოგყვეს მეგზურად და დიდ შუქად ქცეულიყავი თავად“, – წერს იუნა შაფათავა.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ძალიან ბევრ გათხოვილ ქალთან მქონია რომანი, ერთ-ერთია…“ – რა გაამხილა გივი სიხარულიძემ მრავალწლიანი დუმილის შემდეგ?

Next Post

”ვერ წარმოიდგენთ როგორი ყოფილა…” – ასეთი ნანუკა ჟორჟოლიანი ნანახი არ გეყოლებათ – ფოტოები

Next Post
”ვერ წარმოიდგენთ როგორი ყოფილა…” – ასეთი ნანუკა ჟორჟოლიანი ნანახი არ გეყოლებათ – ფოტოები

”ვერ წარმოიდგენთ როგორი ყოფილა…” - ასეთი ნანუკა ჟორჟოლიანი ნანახი არ გეყოლებათ - ფოტოები

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In