• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 3, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ის ძველებურად აღარ მიყვარს და არც ის მინდა, მხოლოდ „კუხნის ცოლი“ ვიყო..“

by inew
12 March 2023
in საზოგადოება
0
„ის ძველებურად აღარ მიყვარს და არც ის მინდა, მხოლოდ „კუხნის ცოლი“ ვიყო..“
0
SHARES
460
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მყავს საქმრო, რომელსაც თითქმის ორი წელია, ვხვდები. მთელი ამ ხნის განმავლობაში სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ახლა, როცა უკვე დავნიშნეთ ქორწილი, თითქოს ეჭვი მეპარება ჩემს გრძნობაში.

ძალიან მეშინია – ვაითუ აღარ მიყვარს და, როგორ უნდა გავატარო მთელი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, რომლის მიმართაც აღარ მექნება არც აღმაფრენა, არც აღტაცება და არც მონატრება?!

თვითონ ისევ ისე ვუყვარვარ (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს), მაგრამ, მე მაინც ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის აღარ ანთია ის ცეცხლი, რაც ასე გვაგიჟებდა ორივეს.

არ ვიცი, რისი ბრალია ეს; შეიძლება იმის, რომ ორი წლის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით და ზედმეტად შევეჩვიეთ, ან, სულაც მოგვბეზრდა ერთმანეთი? მობეზრება კი მაშინ იწყება, როცა საყვარელ ადამიანში რაიმე ახლის აღმოჩენა აღარ შეგიძლი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აღარ არის შენთვის საინტერესო პიროვნება.

კიდევ მაშინ იწყება მობეზრება, როცა გეზარება მისთვის რამე ორიგინალური სიურპრიზის მოფიქრება და გაკეთება; როცა გეზარება, ან, სულაც, არ გახსენდება, რამე ელემენტარულით გაახარო…

მოკლედ, ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და, შემიძლია, თეზისებადაც კი ჩამოვაყალიბო მიზეზები და შედეგები, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის – ერთ თვეში ქორწილი გვაქვს და, თუ ამ ხნის განმავლობაში არ გავერკვიე საკუთარ გრძნობებში, შეიძლება, მთელი ცხოვრება ვინანო.

სიმართლე გითხრათ, გოგიტას ძველებურ სიყვარულშიც აღარ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. ასე მგონია, უბრალოდ, შემეჩვია; ჩემთან მყუროდ და კომფორტულად გრძნობს თავს; ეჭვი არ ეპარება ჩემს ერთგულებაში; დარწმუნებულია, რომ ვიქნები კარგი ცოლი და კარგი დედა… ერთი სიტყვით, ყველანაირად აწყობს ჩემნაირი ცოლი, მაგრამ, ეს ხომ სიყვარული არ არის?!

ხანდახან ისე ჩაივლის ხოლმე ჩვენი პაემანი, აღარც კი ვიცით, რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს. ახლა რომ ასეა, რამდენიმე წლის შემდეგ როგორ ვიქნებით?

ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რასაც განვიცდი, მაგრამ გოგიტა აშკარად გრძნობს რაღაცას, რადგან, სულ დაძაბული მიყურებს თვალებში, თუმცა არაფერს მეკითხება. სიმართლე გითხრათ, ამაზეც ვბრაზდები – არ უნდა მკითხოს, რა მოგივიდაო?!

მოვალეობის მოხდის გამო რომ მხვდება, არანაირ კომპლიმენტს აღარ მეუბნება და ლამის ნახევარი წელია, ერთი კონა ია არ მოურთმევია, აღარ მიაჩნია საჭიროდ? ქართველი კაცების ცნობიერება ხომ ასეთია – ცოლს ქათინაური და ელემენტარული პატივისცემა მხოლოდ იმიტომ აღარ სჭირდება, რომ უკვე ცოლი ჰქვია.

მართალია, ჯერ ოფიციალურად არ დავქორწინებულვართ, მაგრამ, ცოლად ხომ დამიგულა?! ჰოდა, ესეც საკმარისია, აღარ არის საჭირო რაინდისა და კარგი ტიპის როლის თამაში – გარანტირებულად მისი ვარ.

მე კი არ მინდა, მხოლოდ „კუხნის ცოლი“ ვიყო, ისევ ჩვენი ადრინდელი სიყვარული მენატრება, რომელიც, ალბათ, აღარ დამიბრუნდება

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ელე, 23 წლის. წყარო “თბილისელები”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩვენმა უფროსმა ქალიშვილმა საკუთარ მამას, საკუთარ სახლში, ქალთან შეუსწრო და ეს ქალი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო…

Next Post

ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს მეგობარს უყვარდა.. არ ვფიქრობ რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა წლების შემდეგ მეგობარმა ჩემზე შური საშინლად იძია…

Next Post
ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს მეგობარს უყვარდა.. არ ვფიქრობ რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა წლების შემდეგ მეგობარმა ჩემზე შური საშინლად იძია…

ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს მეგობარს უყვარდა.. არ ვფიქრობ რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა წლების შემდეგ მეგობარმა ჩემზე შური საშინლად იძია...

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.