• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 23, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იტალიაში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

by inew
13 August 2025
in საზოგადოება
0
იტალიაში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა
0
SHARES
2.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

იტალიაში, რამდენიმე თვიანი კომის შემდეგ ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ვერ აგიღწერო იმ შიშს, სულში რომ ჩამისახლდა, რაც ჩემი ქმარი კომაშიაო… მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრებაო…პონტედერას ჰოსპიტალში კარდიოლოგიური განყოფილების შესასვლელთან ვიდექით ორი ქართველი და ველოდებოდით როდის გაიღებოდა ჩარაზული კარი… ის თავის მეორენახევართან შეხვედრას ისწრაფვოდა, მე ჩემს იტალიელ ბებოსთან…

ვიდრე პაციენტების მონახულების დრო დადგებოდა, ახლადგაცნობილმა მიამბო ავარიის დროს მძიმედ დაშავებული მეუღლის და მაზლის ამბავი… მათ შესახებ გაგონილი მქონდა, პონტედერაში თითქმის ყველა ახსენებდა პიზაში ავარიის დროს დაშავებულ ქართველ ბიჭებს, ერთი ძმა სიკვდილს ებრძვისო…

ჩვენი ამბავი ვინ აღარ გაიგოო, ბევრი გულშემატკივარი გვყავს, ბევრი ლოცულობს ლაშას გამოჯანმრთელებისთვისო…

ვანუგეშე შორენა, განწირული რომ ყოფილიყო, ავარიის დროს დაიღუპებოდა მეთქი. აუცილებლად დაძლევს კრიზისს, მეორედ დაიბადება და ერთად ბედნიერად იცხოვრებთ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, თქვენს ანგელოზ ქალ-ვაჟთან ერთად მეთქი…

ნუგეშისთვის მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ შორიდან მიცნობდა… ვიცი, რომ ,,ბადანტე”- ს ავტორი ხართო, ვერ მოვახერხე შეძენაო… წიგნი რომ მქონდეს, ხანდახან მაინც წავიკითხავდი, გულს გადავაყოლებდიო… ამ პრობლემას ელვისუსწრაფესად მოგიგვარებ, ხვალვე გისახსოვრებ მეთქი…

მე ვმუშაობო, დასვენების დღეებში ვახერხებ აქ მოსვლასო, ჩემი დედამთილი და მაზლი ყოველდღე აქ არიანო… ვეტყვი ჩემს დედამთილს და ის მომიტანსო…

ასე გავიცანი ლაშას დედა და ძმა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი შვილის მდგომარეობით გულდამძიმებულ დედას, მასაც ვანუგეშებდი, როგორც შემეძლო ღმერთს ვავედრებდი ჩემთვის უცნობ ახალგაზრდას…

ასე როგორ გამწირავს ღმერთიო, სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია მთელი სიცოცხლეო, შვილიშვილებს როგორ დამიობლებსო… უცრემლოდ ტიროდა საბრალო დედა და კომაში მყოფი შვილის სანახევროდ გახელილ თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალს ეძებდა…

დღეს თითქოს გამიღიმაო…

ხელზე ხელი რომ დავადე, მიცნოო…

ხავსივით ეჭიდებოდნენ იმედის ნამცეცებს…

ბებოს ქალიშვილს ვთხოვე ექიმისთვის ეკითხა ,,უნო ჯორჯიანო”- ს( ქართველი ბიჭი) მდგომარეობა, ვერ გაიგო რას ვთხოვდი, ან რაში მედარდებოდა ვიღაც კაცის ჯანმრთელობის ამბავი… ავუხსენი, რომ მეუღლეს და დედას ვიცნობდი, მეტიც ჩემი მეგობრები არიან მეთქი, სხვანაირად ვერაფრისდიდებით გავაგებინე, რა ჩემი საქმე იყო სხვისი საქმე…

მოკლედ, ექიმმა უთხრა, რომ სასწაულის იმედად იყვნენ…

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, ივნისის მიწურულის ამბავს ვიხსენებ…

რამდენიმე საუკუნის დარი თვე მიილია და გუშინ მოკვდა მათი იმედი  ფეისბუკზე საერთო მეგობრისგან გავიგე ლაშას გარდაცვალება.

დედის, შორენას და ძმის სახე დამიდგა თვალწინ…

ჩემს ძალებს აღემატება მათი ნუგეში… ან რა სიტყვა გამოვიგონო, მათ მდგომარეობას მალამოდ რომ დაედოს?! არ არსებობს ასეთი სიტყვა სამშობლოდან შორს ტრაგიკულად რომ კვდება ახალგაზრდა, კვდება უეცარი სიკვდილით კი არა, ხანგრძლივი , დაუსრულებელი სიკვდილით, ტრაგედიაზე მეტია, გასკდა გული სიკვდილის ქრონიკებით, ემიგრაციაში შეწყვეტილი სიცოცხლე ასმაგად მტკივა… სულის სამშობლოში ჩატანას რომ ვერ ახერხებ

ახლა, რამდენ რამეს უნდა მოაბან თავი, რამდენი პრობლემა უნდა მოაგვარონ, რომ ლაშას უსიცოცხლო სხეული იტალიიდან დააბრუნონ სამშობლოში.

რამდენი რამ უნდა გადაიტანონ, რამდენი რამ დარწმუნებული ვარ, მათ ტკივილს ყველა ჩვენებური გაითავისებს და შეძლებისდაგვარად დაუდგება გვერდით. და ბოლოს, ყველას ვისაც ლაშა მოგიკვდათ, მინდა გითხრათ, რომ ის თქვენგან არასდროს წავა, თქვენს გულებში დაიდებს ბინას და გააგრძელებს სიცოცხლეს!!!“, – წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ლელა თოლორდავა.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა

Next Post

არსებული ცნობით, ზუგდიდში ქალმა, მეორე ქალი 14-მდე ჭრილობით მოკლა – სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა

Next Post
არსებული ცნობით, ზუგდიდში ქალმა, მეორე ქალი 14-მდე ჭრილობით მოკლა – სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა

არსებული ცნობით, ზუგდიდში ქალმა, მეორე ქალი 14-მდე ჭრილობით მოკლა - სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.