• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, June 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კაცი, რომელიც მრავალი წლის უნახავმა ბიძაშვილმა ქორწილში დაპატიჟა, პატარძლად თავისი ყოფილი ცოლი იხილა.. თუმცა ეს ყველაფერი არ იყოო.. – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა

by inew
1 May 2024
in საზოგადოება
0
კაცი, რომელიც მრავალი წლის უნახავმა ბიძაშვილმა ქორწილში დაპატიჟა, პატარძლად თავისი ყოფილი ცოლი იხილა.. თუმცა ეს ყველაფერი არ იყოო.. – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა
0
SHARES
98.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როცა ქორწილის მიწურულს სუფრასთან დაგვიანებული სტუმარი გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უზარმაზარი საქორწილო სუფრა გაიშალა.

400 სტუმარს შორის იყვნენ როგორც დედაქალაქიდან, ისე უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები. სადღესასწაულო განწყობა ჰქონდა ნეფე-პატარძალს, მაყარს და დანარჩენ სტუმრებს, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როცა ქორწილის მიწურულს სუფრასთან დაგვიანებული სტუმარი გამოჩნდა.

ის სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა რუსეთიდან, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა…

სამშენებლო კომპანიაგთავაზობთ კერძო სახლების მშენებლობას, როგორ შავი კარკასი ისე თეთრი კარკასი: სახლის პროექტებიშეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: კერძო სახლის პროექტები

სოფო:

– ჩემი დეიდაშვილის ქორწილის დღეს შესანიშნავი ამინდი დაემთხვა. მსგავსი სანახაობა არასოდეს

მინახავს. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო: გარემო, ეზოში გაშლილი სუფრა, სტუმრები, სიმღერა… თავი XIX საუკუნეში მეგონა. მართალია, სტუმრები თანამედროვე სამოსში იყვნენ გამოწყობილი, მაგრამ ნეფესა და მეჯვარეს ჩოხები ეცვათ, პატარძალს ქართული ტრადიციული კაბა, ხოლო მის მეგობარს აჭარელი ქალის ტანისამოსი.

უზომოდ გახარებულები ვიყავით როგორც ჩვენ – ბიჭის მხარე, ისე რძლის დედა და ნათესავები. ვიცოდით, რომ დათომ და იამ ერთმანეთი ინტერნეტში რომელიღაც სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს.

ია თბილისში ცხოვრობდა, დათო კი სოფელში. ერთხელაც შემთხვევით შეხვდნენ ქუთაისში. დათო იქ მეგობრებთან ერთად საქეიფოდ ჩავიდა, იას კი თავის მოსწავლეები ექსკურსიაზე ჰყავდა წაყვანილი. ია პედაგოგია, სკოლაში ასწავლის.

მართალია, დათოს ია იქამდე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი, მაგრამ მაშინვე უცნია და გამოლაპარაკებია. იმავე დღეს მიუტოვებია ძმაკაცები და ავტობუსს, რომელითაც იამ ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანა, თბილისში გაჰყოლია.

როცა მასწავლებელმა მოსწავლეები მშობლებს ჩააბარა, დათოს ია სავახშმოდ დაუპატიჟებია. ასე დაახლოვდნენ, მერე ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ერთ თვეში ქორწილი დაგეგმეს.

– ეს ყველაფერი ასე დაწვრილებით საიდან იცით?

– დათო ჩემი დეიდაშვილია. ბავშვობაში მეც სოფელში ვცხოვრობდი. ჩვენს ეზოებს ღობეც კი არ ყოფდა. მე ძმა არ მყავს და დათოს ჩემს ღვიძლ ძმად ვთვლი. დედა და დეიდა ერთმანეთის შვილებს არ ასხვავებდნენ.

ორივეს დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გვზრდიდნენ. დათოს მამა მაშინ დაიღუპა, როცა ის ოთხი წლის იყო. დედაჩემი და მამაჩემი ყველანაირად ცდილობდნენ, ბავშვს უმამობა არ ეგრძნო.

– ახლა გასაგებია. იას მანამდე იცნობდით?

– ხომ გითხარით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ია არ გამიცნია. ისე, საოცრად ლამაზია: მაღალი, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით. რომ დავინახე, გამიკვირდა კიდეც, 25 წლამდე როგორ არ გათხოვდა-მეთქი?!

– კარგით, რა მოხდა ქორწილის დღეს?

– დათოს ბიძაშვილი გია წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ნათესავებს მასთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

დედამისი იცინოდა, დღეს ინგლისშია, ხვალ გერმანიაში, ზეგ შეიძლება საბერძნეთში ამოყოს თავი. ადრე ამას სულ განვიცდიდი, მაგრამ ახლა მის ამგვარ ცხოვრების რიტმს შევეჩვიე და რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდეს, არ ვნერვიულობო. დათოს ქორწილის თარიღი გიასთვის დედამისს უცნობებია.

არავინ იცოდა, თუ ჩამოსვლას აპირებდა. სტუმრების ნაწილს სუფრა უკვე დატოვებული ჰქოდა, როცა ეზოში გია შემოვიდა, ძლივს ვიცანი, ძალიან იყო შეცვლილი.

სანამ ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩამოუვლიდა და ნეფე-პატარძლამდე მიაღწევდა, რამდენიმე წუთი გავიდა. ამ დროს მე იას გვერდით ვიდექი, თმას ვუსწორებდი.

მაშინვე შევამჩნიე, როგორ გაფითრდა. ვკითხე კიდეც, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი. დაღლა მოიმიზეზა და სკამზე ჩამოჯდა. როცა გია მოგვიახლოვდა, ჯერ დათოს გადაეხვია, მერე იასკენ მიბრუნდა.

კაცს სახე აელეწა და ეს მხოლოდ მე შევნიშნე. რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა, მერე დაიხარა, ია გადაკოცნა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა, გილოცავთო.

ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თუმცა ის კი ვიეჭვე, რომ ია და გია ერთმანეთს იცნობდნენ და მართალიც აღმოვჩნდი. გია სუფრასთან რომ დასვეს, მასზე დაკვირვება გავაგრძელე. პირი არაფრისთვის დაუკარებია, ისე გადაკრა ერთი ჭიქა, მერე მეორე.

არც ნეფე-პატარძალი უდღეგრძელებია და არც სხვა სადღეგრძელო უთქვამს, ის უბრალოდ იჯდა და სვამდა. დაახლოებით ერთ საათში მან დათოს თავისთან უხმო და ისინი სადღაც გავიდნენ. როცა სიძე მოიკითხეს და ვერ იპოვეს, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს ეს ამბავი სტუმრებთან არ გაეხმაურებინათ.

იფიქრეს, სიძე დათვრა და ადრე თუ გვიან გამოჩნდებაო. თან ეს უკვე ის დრო იყო, როცა სუფრასთან კანტი-კუნტად შემორჩნენ სტუმრები. იამ რამდენჯერმე სცადა დათოსთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.

ყველა რომ წავიდა, საძინებელში ავყევი. თავად მთხოვა მასთან ვყოფილიყავი. როგორც კი ოთახში შევედით, ია ატირდა. მაშინ მიამბო ყველაფერი. 17 წლის ყოფილა, როცა დედამისი სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა და ქალიშვილიც თან წაიყვანა. დედამისი იქ მოხუცის მომვლელად მუშაობდა, ია კი სწავლობდა.

მერე თავადაც დაუწყია მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში. იქ შეხვედრია გიას. მათი ნაცნობობა ორი წლის შემდეგ შეუღლებით დასრულებულა. ია გიასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.

გია გამუდმებით მოგზაურობდა, ხან სამსახურის გამო, ხანაც ისე, გართობის მიზნით. ია ამას ვერ შეეგუა და ისევ საბერძნეთში დედას დაბრუნდა. დედა-შვილი იქ კიდევ ორი წელი დარჩა და მერე საქართველოში დაბრუნდნენ.

აი, ასეთი იყო მისი ისტორია. როცა დათოს ცოლად მიყვებოდა, მისთვის არ უთქვამს, რომ მანამდე გათხოვილი იყო. ეტყობა, არ სურდა წარსულის გახსენება. იას არ ვამართლებ, უბრალოდ, რაღაცნაირად მესმის მისი, მეცოდება.

– და სიძე სახლი როდის დაბრუნდა?

– არ დაბრუნებულა. მერე გავიგეთ, რომ იმავე ღამეს დათო გიას გაჰყვა. ორი დღის შემდეგ დათომ დამირეკა და მითხრა, მაგ მატყუარა ქალს გადაეცი, სახლში დაბრუნდეს. საქართველოდან მივდივარ და მანდ რომ დავბრუნდები, არ დამენახოსო.

რასაკვირველია, იას ვუთხარი და წავიდა. ყველა გაოგნებულია. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. სიმართლე მხოლოდ ჩვენ ოთხმა ადამიანმა ვიცით.

ადრე თუ გვიან, ალბათ სიმართლეს ყველა გაიგებს, მაგრამ ჯერჯერობით დუმილს ვამჯობინებ. საერთოდაც ვფიქრობ, რომ ეს ამბავი დათომ თავად უნდა აუხსნას მშობლებს და ახლობლებს, მე ამ საქმეში არ ჩავერევი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

მკითხველის ისტორია; ჟურნალი რეიტინგი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„საბოლოოდ ჩემი ქცევებით რძალი სამუდამოდ გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება“ – დედამთილის მძიმე აღსარება

Next Post

„პირდაპირ ვუპასუხე: ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი..“ – რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში, 2 შვილის დედის სკანდალური აღიარება

Next Post
„პირდაპირ ვუპასუხე: ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი..“ – რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში, 2 შვილის დედის სკანდალური აღიარება

„პირდაპირ ვუპასუხე: ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი..“ - რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში, 2 შვილის დედის სკანდალური აღიარება

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In