• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, July 6, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კაცმა ავადმყოფი შვილი საავადმყოფოში სამუდამოდ მიატოვა – ალბათ მისი დაავადების გაგების შემდეგაც კი, ამას არცერთი მამა არ გააკეთებდა..

by inew
1 December 2022
in საზოგადოება
0
კაცმა ავადმყოფი შვილი საავადმყოფოში სამუდამოდ მიატოვა – ალბათ მისი დაავადების გაგების შემდეგაც კი, ამას არცერთი მამა არ გააკეთებდა..
0
SHARES
919
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ხშირად ცხოვრებისეული რეალობა იმდენად მძიმეა, რომ ადამიანები ცდილობენ ამ ყოფას გაექცნენ და დროთა განმავლობაში წარსული დაივიწყონ, მაგრამ თუ „დასავიწყებელი წარსული“ შენი შვილია, მაშინ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.

28 წლის მაკა უნებურად სხვისი ამბის მონაწილე გახდა და თუ როგორ განვითარდა მოვლენები, თავად გიამბობთ.

– მე და მამუკა ნაძალადევად დავქორწინდით. მე გათხოვება არ მინდოდა, ჩემს მეგობარს დაქორწინება, მაგრამ ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს მასთან ღამეებს ვატარებდი, გასაქანი აღარ მომცეს. ხომ იცით, რაც უნდა დავიჩემოთ ევროპელობა, მშობლების თაობას ქორწინების

გარეშე მამაკაცთან ურთიერთობა მაინც წარმოუდგენლად ეჩვენება. ჩემმა ძმამ მამუკა ნახა და „მოელაპარაკა“, შენი გაფუჭებული საქმე თავად გამოასწორეო.

მეგონა, მასთან საუბრის შემდეგ მამუკა საქართველოდან გადაიხვეწებოდა, მაგრამ ამ ამბავს ძალიან მშვიდად და თითქმის კმაყოფილი შეხვდა.

საერთოდ უყვარდა სიახლეები, თუნდაც ეს იძულებითი ქორწინება ყოფილიყო. რადგან გაბრაზება ვერ შევამჩნიე, ჩემი რა მიდიოდა, რიტუალების სასახლეში თეთრი კაბით მისვლა არ გამჭირვებია და ვიქორწინეთ.

– ვინ იყო მამუკა, რას საქმიანობდა?

– თავისი ბიზნესი ჰქონდა. ორი რესტორანი გახსნა, ერთი ქალაქის ცენტრში, მეორეც ჩემს სახლთან ახლოს, დიღმის მასივში. მეც იქ გავიცანი. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, არც ქორწინებამდე და არც ოჯახის შექმნის შემდეგ.

ერთ დღესაც, როდესა მეუღლის პიჯაკს ვწმენდდი, შიდა ჯიბეში ორი პირადობის დამადასტურებელი საბუთი ვიპოვე. ორივე მას ეკუთვნოდა, მაგრამ სხვადასხვა გვარ-სახელზე აეღო.

– არ შეგეშინდა?

– ქალებს უყვართ მამაკცები, რომლებსაც თავისი საიდუმლო აქვთ,Aამიტომ კითხვებით არ შემიწუხებია. ზოგადად ცოტა უცნაური ტიპი იყო, მაგრამ ძალიან მზრუნველი. სიურპრიზებზე გიჟდებოდა, ისეთ სასაწაულებს აკეთებდა ჩემთვის, გაოგნებული ვიყავი. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

– პრობლემები როდიდან დაიწყო?

– ერთ დღეს მამუკამ მითხრა, რომ საქმეზე საზღვარგარეთ წასვლა უწევდა და ორ კვირაში დაბრუნდებოდა. სხვა დროსაც გამგზავრებულა, მას ხომ თავისი ბიზნესი ჰქონდა.

მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მისი წასვლა ამიტომ გამიჭირდა, თუმცა მალე გავარკვიე, რომ ასაფორიაქებლად სხვა მიზეზიც მქონდა.

სანამ მამუკა უკან ჩამოვიდოდა, ჩემს ბინაში ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამუკას მეუღლედ გამეცნო. თავიდან სიცილით ვუსმენდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სტუმარი ჩემს გასაცინებლად არ იყო მოსული. შინ დაუპატიჟებლად შემოვიდა, მაგიდასთან ჩამოჯდა და ხელჩანთა გახსნა.

იქიდან რამდენიმე ფოტო ამოიღო და გაშალა, შემდეგ იდაყვებს დაეყრდნო და ფოტოებს დააჩერდა.Mმე ისევ ქალს ვუყურებდი.

გამხდარი იყო, წვრილი თვალების გარშემო ნაადრევად გაჩენილი ნაოჭები ემჩნეოდა, უნდოდა, გარეგნულად სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ მარჯვენა ხელი უკანკალებდა და მისი შემყურე მეც დავიძაბე.

– კი, მაგრამ თქვენ მამუკას მშობლებსაც არ იცნობდით, არავინ გითხრათ, რომ დაოჯახებული იყო?

– დედა გარდაცვლილი იყო, მამა კი სოფელში ცხოვრობდა, სულ ორჯერ მყავდა ნანახი, თანაც ისეთი სიტყვაძუნწი კაცი იყო, მისგან ძნელად თუ გაიგებდი რამეს. მამუკას სოფელში არასოდეს ჩავყავდი, იმიზეზებდა, იქ კომფორტი არ არის და ვერ გაძლებო.

მიზეზი არ მქონდა, რომ ეჭვი შემპარვოდა. თანაც ჩემს გაცნობამდე, მამუკა 12 წელი უკრაინაში ცხოვრობდა. თბილისში დაბრუნებულმა გადასარევად ააწყო საქმე და არ მიკვირდა, რომ ტალახიანი სოფლის გზები აღარ აინტერესებდა.

ახლა კი ეს ქალი გამოჩნდა, იმერული აქცენტით ლაპარაკობდა და სახეზე ემჩნეოდა რაღაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიეღო.

თვალი ავარიდე და ინსტინქტურად მაგიდაზე გაშლილ სურათებს დავხედე, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ მისი და მამუკას ქორწინების ფოტოები იქნებოდა, მაგრამ შევცდი, საწოლს მიჯაჭვული, ბავშვის სურათი იყო.

ალბათ 14-15 წლის გოგონა იქნებოდა, მაგრამ სხეული განუვითრებელი ჰქონდა და სამი წლის ბავშვს გავდა. – ამ ბავშვს გაექცა მამუკა უკრაინაში – თავი არ წამოუწევია ისე დაიწყო საუბარი ჩემმა სტუმარმა.

– ეს მისი შვილია. – როგორ? – ვიკითხე დაბნეულმა, ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ეს ქალი სიმართლეს ამბობდა. სტუმარმა მითხრა, რომ მას და მამუკას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი, ცხრამეტი წლისები დაქორწინდნენ, რამდენიმე წელი ბავშვი არ გაუჩნდათ.

ახალგაზრდა გოგონა სოფლის ქალების მითითებით ექიმბაშებთან დადიოდა, ბოლოს, დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვი ცერემბრალური დამბლით დაიბადა. – ამის გამო მამები შვილებს არ ტოვებენ – წამოვიძახე სასოწარკვეთილმა, როცა ჩემი სტუმრის ნაამბობი მოვისმინე.

– მამუკა მე მაბრალებდა, ბავშვი რომ ავადმყოფი დაიბადა, სინამდვილეში მისი ყურება არ შეეძლო, მიგვატოვა და გაიქცა, – მითხრა ცრემლიანი თვალებით ქალმა. – დიდხანს ვეცადე მეპონა და უკან დამებრუნებინა, მერე გავიგე რომ საზღვარგარეთ წასულა,

ჩემი ახლობლები დამპირდნენ, როცა უკან დაბრუნდება, და საზღვარზე მისი გვარი დაფიქსირდება, მაშინვე შეგატყობინებთო, ის კი მალულად გადმოიპარა, საკუთარ შვილს დაემალა. ქალი უკვე აღარ ტიროდა, მე კი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.

– შენთან რომ მოვიდა, რისი იმედი ჰქონდა?

– ვკითხე, ჩემგან რას ითხოვ-მეთქი, მშვიდად მიპასუხა, – არაფერს, მინდა, მამუკამ იცოდეს, რომ ექიმების დასკვნით მის ორგანიზმში არის ვირუსი, რომლის გამოც ნებისმიერ ქალთან გაჩენილი შვილი ისეთივე ავადმყოფი დაიბადება, როგორც ჩემი გოგონა. – ეს თქვა, ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე სურათები დატოვა, მუცელზე დამხედა და გასასვლელისკენ წავიდა.

– მაგრამ შენი შვილი ხომ ჯანმრთელი დაიბადა?

– კი, ჯანმრთელია. როგორ გავარკვიე, მამუკას არც არანაირი ვირუსი არ ჰქონია, ეს მისმა პირველმა ცოლმაც კარგად იცოდა, მაგრამ თვითონ უბედური იყო და არ შეეძლო მამუკას ბედნიერება აეტანა.

იცით, ვერ ვამტყუნებ, მის ადგილას იქნებ მეც ასე მოვქცეულიყავი. ფაქტია, რომ მე და მამუკამ ამ ამბის შემდეგ ერთად ცხოვრება ვეღარ მოვახერხეთ. არ შემეძლო ავადმყოფი ბავშვის უმამოდ ყოფნის მიზეზი ვყოფილიყავი, თანაც არ მინდოდა იმ მამაკაცის გვერდით ყოფნა, რომელიც ყველაზე დიდი გაჭირვების დროს მიმატოვებდა.

არ ვიცი, იქნებ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, ახლა ხომ ჩემი შვილიც უმამოდ იზრდება, მაგრამ ჩვენი ოჯახის დანგრევამ ავადმყოფი შვილის დედას თუ შვება მოუტანა, მაშინ ჩავთვლი, რომ სწორად მოვიქეცი…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: რეიტინგი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„შვიდი თვის ფეხმძიმე ქალს ასაფლავებნენ, მოულოდნელად კი კუბოდან ტირილის ხმა მოისმა… იქ მყოფებმა შიგნით ისეთი რამ ნახეს ყველა ადგილზე გაქვავდა…”

Next Post

„ახალგაზრდა ექიმმა მითხრა, რომ სახლში სასწრაფოს მანქანით მიმიყვანდა და მომიტაცა..“ – უცნაური ამბავი წარმოუდგენელი დასასრულით

Next Post
„ახალგაზრდა ექიმმა მითხრა, რომ სახლში სასწრაფოს მანქანით მიმიყვანდა და მომიტაცა..“ – უცნაური ამბავი წარმოუდგენელი დასასრულით

„ახალგაზრდა ექიმმა მითხრა, რომ სახლში სასწრაფოს მანქანით მიმიყვანდა და მომიტაცა..“ - უცნაური ამბავი წარმოუდგენელი დასასრულით

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In