მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, მუშა მშენებარე ბინიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. Marneulinews.ge-ის ცნობით, ინციდენტი დილით მოხდა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ფოტო შემთხვევის ადგილიდან:



